თბილისი:
მანჩესტერი:
11-12-2014, 16:46
ავტორი: Rosso Diavolo,
ნანახია: 2811,
კომენტარები: 11
სერბი "ოლდ ტრაფორდზე" ბრუნდება?
შესაძლოა ვიდიჩი მანჩესტერში დაბრუნდეს
სერბი
ბრიტანულ ტაბლოიდ Daily Star-ზე დაყრდნობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი კაპიტანი ნემანია ვიდიჩი, შესაძლოა იანვარში "ინტერიდან" კვლავ "იუნაიტედში" დაბრუნდეს.

33 წლის სერბი "იუნაიტედიდან" "ინტერში" ა.წ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გადავიდა, თუმცა მისი იტალიური კარიერა არც თუ ისე კარგია. რამოდენიმე წარუმატებელი მატჩის შემდეგ პრესამ და გულშემატკივრებმა ვიდიჩის გაკრიტიკება დაიწყეს. ხოლო "ინტერში" რობერტო მანჩინის შემდეგ ვიდამ სასტარტო შემადგენლობაში ადგილი დაკარგა და მას შემდეგ მოედანზე არ გამოსულა.

მანამდე კი გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ლუი ვან გაალმა შეცდომად მიიჩნია ის, რომ სერბს წასვლის ნება დართო და ფეხბურთელი არაკომფორტულ სიტუაციაში ჩააყენა. ახლა კი როდესაც ნემანია არასახარბიელო პირობებშია, ჰოლანდიელი სპეციალისტი მზად არის სერბის დაბრუნების ვარიანტი განიხილოს. თავად ფეხბურთელმა კი აღიარა, რომ იტალიაში გადაბარგება კარგი იდეა არ იყო ახლა კი "იუნაიტედში" დაბრუნების წინააღმდეგი არ არის.

წყარო: Manutd.ru
სიახლეები, ახალი ამბები, ჭორები
11 კომენტარი
№11
17 ივნისი 2016 22:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 154
არ უნდა წასულიყავიი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ თუ მე ვიცი რა არის სიყვარული, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა მანჩესტერ !!!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top