თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2014, 16:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2026,
კომენტარები: 12
ვალენსია გულშემატკივრებს პასუხობს
ანტონიო ვალენსიამ გულშემატკივართა კითხვებს უპასუხა.
ვალენსია გულშემატკივრებს პასუხობს
"მანჩესტერ იუნაიტედში" ყველაზე სწრაფი ფეხბურთელი ხართ?

დარწმუნებული არ ვარ. უეინ რუნი სწრაფია, ასევე ადნან იანუზაი - ვფიქრობ მათ შორის უნდა აირჩიოთ...

რა შესძინა რადამელ ფალკაომ "იუნაიტედის" გასახდელ ოთახს? არის ის ისეთი შთამაგონებელი პიროვნება როგორც სხვები ამბობენ?


დიახ, არის. ის თანაგუნდელებს მოტივაციას მატებს და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით მის მოედანზე დაბრუნებას. ყველანი დარწმუნებულნი ვართ, რომ ის ჩვენთან კარგად წარმოაჩენს თავს.

ვარჯიშებზე ვინ გაცინებთ ყველაზე მეტად?

ანდერსონი ყოველთვის იცინის და ვარჯიშებს მოღიმარი სახით ატარებს. მას გასაოცარი იუმორის გრძნობა აქვს.

შეიძლება კარიერის გვიანდელ ეტაპზე ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე გადაინაცვლოთ?

დიახ, იქ "იუნაიტედისა" და ეკუადორის ნაკრების რიგებში ერთხელ თუ ორჯერ მითამაშია. სადაც არ უნდა მოგთხოვონ თამაში, შენ მთელი გულისყურით უნდა მოეკიდო საქმეს. უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ თუ კარგად თამაშობ ყველა ბედნიერია.

ვინ არის ყველაზე რთული მცველი, ვისაც ოდესმე დაპირისპირებიხართ?

უნდა ვთქვა ვარჯიშებზე ნემანია ვიდიჩი - ნამდვილი კლდე იყო. მაგრამ ყველა მცველი რთული მეტოქეა, ისინი ფიზიკურად კარგად არიან მზად და ინჩსაც არ გითმობენ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
11 დეკემბერი 2014 16:30
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ანდერსონი ხო მასხარაა რაა ! :დ

კაპიტანი ჩემი კაპიტან როგორ მომენატრა :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№12
ავტორი: red devil
12 დეკემბერი 2014 08:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ვიდიჩი კლდე იყოვო :D ამისთვის როხოც კლდე იქნება იმიტო რო კაცის მოტყუება არ იცის :D მარა ვალე მაინც მაგარია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top