რამოდენიმე ცნობილ ბრიტანულ გამოცემებზე დაყრდნობით მომავალ კვირას "იუნაიტედის" არგენტინელი შემტევი ანხელ დი მარია "ლივერპულის" წინააღმდეგ ითამაშებს.
26 წლის ფეხბურთელმა ტრავმის გამო "იუნაიტედის" ბოლო ორი თამაში გამოტოვა. ახლა კი ის სეზონის ერთ-ერთ ყველაზე პრინციპულ მატჩში მონაწილეობის მისაღებად მზად არის.
თუმცა კლუბის მიერ ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დადასტურებულა. "საუტჰემპტონთან" მატჩამდე კი "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა პრესკონფერენციაზე ტრავმირებულებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ დი მარია კლუბს უახლოეს მომავალში დაუბრუნდებოდა.