33 წლი პატრის ევრამ "ოლდ ტრაფორდზე" 8 წლის გატარების შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" დატოვა.
თავის ახალ კლუბში, "იუვენტუსში" პატრისს მხოლოდ 8 მატჩი აქვს ჩატარებული და გუნდის ძირითად შემადგენლობაში თავის დამკვიდრება უჭირს.
პრესის მტკიცებით, ლუი ვან გაალი დაცვაში არსებული პრობლემების გამო "იუვენტუსს" პატრის ევრას შეძენის თაობაზე მიმართავს.
იტალიური გაზეთი, La Gezzetta dello Sport იტყობნება, რომ პატრის ევრა სერიოზულად დაფიქრდა ლუი ვან გაალის გუნდში დაბრუნებაზე, რადგან Serie A-ს გრანდის რიგებში თავს კარგად არ გრძნობს.
ეს უკვე მეორე შემთხვევაა, რაც პრესა ფრანგ მცველს "იუნაიტედში" დაბრუნებას უწინასწარმეტყველებს. თუმცა ის ერთადერთი არ არის.
ნემანია ვიდიჩი, რომელიც მილანის "ინტერში" ასპარეზობს, ასევე უკავშირდება "იუნაიტედს" და როგორც მოსალოდნელია ლუი ვან გაალი მის დაბრუნებასაც ეცდება.