Daili Star-ის თანახმად ინგლისური გრანდი "მანჩესტერ იუნაიტედი" მზად არის გადაიხადოს 50 მილიონი გერმანელი შემტევის, მარიო გიოტცეს სანაცვლოდ.
წყაროს თანახმად, "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერს ან ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ან ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს განახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ სხვადასხვა ჭორის თანახმად "იუნაიტედი" მზადაა 200 მილიონზე მეტი დახარჯოს.
შეგახსენებთ, რომ გიოტცე "ბაიერნში" 2013 წლიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში გიოტცემ 12 მატჩი ითამაშა და 7 გოლი გაიტანა.
გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე მარიო გიოტცე გერმანიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონი გახდა. სწორედ მისი გოლის წყალობით მოიპოვა გერმანიის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული.