თბილისი:
მანჩესტერი:
10-12-2012, 16:25
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2139,
კომენტარები: 11
იანგი:"ჩვენ არასდროს ვნებდებით"
"მანჩესტრე იუნაიტედის" ვინგერი დარწმუნებული, რომ კლუბს გამარჯვება დაუმორჩილებელმა საბრძოლო სულისკვეთებამ მოუტანა...
იანგი:
ინგლისელი ფეხბურთელი იყო ერთ–ერთი გამორჩეული მოთამაშე "სიტისთან" მატჩში, მან გოლიც კი გაიტანა, რომელიც გვერდითი არბიტრის უყურადღებობის გამო არ ჩაითვალა.იანგი გამოტყდა, რომ იყო ძალიან ბედნიერი,როდესაც რობინ ვან პერსის დარტყმის შემდეგ, ბურთი ჯო ჰარტის კარში აღმოჩნდა...

"რათქმაუნდა, ჩვენ ძალიან დიდი გაგებით მოვეკიდეთ ამ მატჩს, იმიტომ რომ გვესმოდა, თუ როგორი რთული იყო მოგება. როდესაც გავიტანეთ ორი ბურთი და წინ წავედით, დაგვეუფლა ბედნიერების გრძნობა.ვიცოდით, რომ მეორე ტაიმში "სიტი" შეეცდებოდა ანგარიშის გათანაბრებას, რისი გაკეთებაც შეძლეს და ჩვენ ამან გაგვაოცა, მაგრამ ჩვენ არასდროს ვნებდებით.ყოველთვის ვიცით, რომ თამაშში ერთი შანსი მაინც მოგვეცემა გოლის გატანისა.თუ თქვენ შეამჩნიეთ ფეხბურთელების და დამხმარე პერსონალის რეაქცია, მიხვდებით თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ამ მატჩში კლუბის გამარჯვება."– განცხადა იანგმა manutd.com–თან.

"ჩვენ ვაჩვენეთ გუნდური სულისკვეთება, გამარჯვებისაკენ სწრაფვა და რაც მთავარია სამი ქულის მოპოვების სურვილი.როდესაც 2–0 ვიგებდით, არ გვინდოდა ეს ანგარიში მათ ("სიტის") სასარგებლოდ შეცვლილიყო, რადგან ძალიან გვსურდა ჩვენს შორის ექვსი ქულა ყოფილიყო სხვაობა. შობის პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ გვსურდა კარგ პოზიციაზე შევხვედროდით მას. მატჩი, რომ 2–2 დასრულებილიყო, ეს ჩვენთვის განადგურების ტოლფასი იქნებოდა."

იანგმა ასევე განაცხადა, რომ იყო ძალიან იმედგაცრუებული, როდესაც პაბლო ზაბალეტამ გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა...

"ჩვენ გვსურდა გამოგვერკვია, თუ ვინ იქნებოდა გამარჯვებული და გვსურდა მესამე გოლის გატანა.ჩვენ უბრალოდ გაგვიმართლა, რომ გოლი გავიტანეთ. ასე, რომ არ მომხდარიყო, ეს მომენტი დიდი ხანი იქნებოდა განხილვის საგანი.
მე უბრალოდ დავინახე თუ საით წავიდა რობინის დარტყმელი ბურთი და მას გავყევი, იმ მომენტში არ ვიცოდი ვიყავი თუ, არა თამაშგარე მდგომარეობაში.ეს ეპიზოდი მსაჯებისთვის იყო ძალიან რთულად გასარჩევი, რადგან მათ გადაწყვეტილება მალევე უნდა მიეღოთ.ვიმედოვნებ, რომ არბიტრები ამ მომენტს განიხილავენ და მიხვდებიან, რომ არ იყვნენ მართლები."




წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Amerigo
17 მარტი 2013 12:02
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
ბოლო თამაშებია მოუმატა ამან...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top