თბილისი:
მანჩესტერი:
3-12-2014, 17:47
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2486,
კომენტარები: 13
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)
"სტოკ სიტისთან" მოპოვებული გამარჯვების ტაქტიკური ანალიზი.
დღევანდელი განხილვა მინდა პატარა კითხვით დავიწყო.

კერიკი ერერასგან ბურთს იღებს. რას გადაწყვეტს მაიკლი? მისცემს გამამწვავებელ პასს უილსონს (1), მისცემს ფელაინის (2) თუ მაღალი პასით ბურთს ცარიელ ფლანგზე გადაიტანს, სადაც ვალენსიაა (3). პასუხებს ბოლოს გავიგებთ.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


როგორც "ჰალ სიტისთან", მაგრამ რუნის გარეშე

3 დღის შუალედით "იუნაიტედმა" სახლში ორი შეხვედრა ჩაატარა. მოთამაშეების განლაგება, თამაშის გეგმა მსგავსი იყო, თუ არ ვიტყვით ერთნაირი, იმის გამოკლებით, რომ რუნის ნაცვლად 19 წლის უილსონმა ითამაშა.

სამკუთხა უცნაურ სქემაზე (მატა - ერერა - ფელაინი) არ შევჩერდებით. ყველაფერი წინა განხილვაზე უკვე ვთქვით. აღვნიშნოთ მხოლოდ ის, რომ მატა და ერერა ხანდახან პოზიციებს იცვლიდნენ ხოლო მე-60 წუთის შემდეგ ხუანმა თავისთვის კომფორტული "ათიანის" პოზიცია დაიჭირა, ანდერი კი მატას ადგილზე გადავიდა.

როგორც წინა შეხვედრაში, მარჯვენა ფლანგიდან შეტევა უფრო ხშირი იყო, ვიდრე მარცხნიდან.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)

მარცხნივ - "იუნაიტედის" შეტევის მიმართულება, მარჯვნივ - "სტოკ სიტის"

ამას ლოგიკური ახსნა მოეძებნება მატასა და ფელაინის თამაშს თუ დავაკვირდებით. ორივეს დავალება ფლანგებიდან შეტევის მხარდაჭერა და დაცვასთან შეგუებაა, თუ იანგი და ვალენსია წინ წასვლას გადაწყვეტენ. ფელაინი შეტევის მარჯვენა ფლანგზე მყარად დამკვიდრდა (სწორედ იქიდან გაიტანა გოლი), მაგრამ მატა მოედნის ცენტრისკენ იწევდა და ხანდახან ერერას ადგილზე აღმოჩნდებოდა, ხოლო ერერა სიამოვნებით გადადიოდა ფლანგზე (ერერამ საგოლე პასი ერთ-ერთი ასეთი გადაადგილების დროს გააკეთა).

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


ერერას აცილება

ბეგოვიჩის შეცდომის შემდეგ ჩვენი ბიჭები კარს სამი კაცით მივარდნენ. ვან პერსის განვითარებისთვის ორი ვარიანტი ჰქონდა - პასი უილსონს ან ერერას. თითქოსდა ჯეიმსისთვის გადაცემა უფრო სწორი იქნებოდა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


თუმცა მეორე რაკურსით შევხედოთ. ბურთი ვან პერსიმ მარცხენა ფეხით მიიღო და სწორედ მარცხენათი გადასცა ერერას. მარცხენა ფეხით უილსონისთვის ასეთ ვითარებაში გაკეთებული პასი გაცილებით რთული დავალებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ წინ მცველი იდგა. ამიტომაც რობინმა უბრალო და სწრაფი გადაწყვეტილება აირჩია. ერერა რა თქმა უნდა ვალდებული იყო გოლი გაეტანა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


ფელაინის გოლი

"იუნაიტედმა" ანგარიში მე-20 წუთზე გახსნა ერერას გადაცემის შემდეგ. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ ერერა თავისთვის ჩვეულ მანერაში იხსნება და მასთან "სტოკის" ფეხბურთელია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


თუმცა, რატომღაც "მეთუნეების" ფეხბურთელმა გადაწყვიტა, რომ მარუანი მისი საქმე არ არის. ამას ჰქვია "დაცვაში არ იმუშავა".

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


ფელაინიმ კი ერერას გადაცემა შესანიშნავად გამოიყენა.



"სტოკ სიტის" გოლი

უნდა აღინიშნოს, რომ "იუნაიტედი" თითქმის მთელი მატჩის განმავლობაში მყარად იჭერდა წყობას. თუ რომელიმე ფეხბურთელი ზონას ტოვებდა, მას აუცილებლად აზღვევდა პარტნიორი. ერთადერთი შემთხვევა, როცა ზონა უპასუხისმგებლოდ მიატოვეს გოლის ეპიზოდი იყო.

ეპიზოდში კრკიჩი კარისკენ მიიწევს, მას ერერა მისდევს და სმოლინგი ხვდება. ეს სრულიად საკმარისია ბოიანის გასაჩერებლად, მაგრამ დასახმარებლად მოდის კერიკიც, რომელმაც ხაზებს შორის დიდი სივრცე შექმნა. გამომდინარე იქიდან, რომ ფელაინი ამ ეპიზოდში თამაშს ვერ ახერხებს, კერიკმა დიდი შეცდომა დაუშვა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


საბოლოოდ სმოლინგი "სტოკის" შემტევს უმკლავდება, მაგრამ ბურთი საყრდენ ზონაში მისდის მარტო დარჩენილ ნ'ზონზის. ამ უკანასკნელს კი სიტუაციის შესაფასებლად და ბურთის დასარტყმელად საკმარისი დრო ჰქონდა, თითქოს ვარჯიშზეაო.

ეს გოლი მთლიანად და ცალ-ცალკე კერიკის პოზიციური შეცდომის ბრალია. ერერა და სმოლინგი საკმარისი ძალაა იმისთვის, რომ "სტოკის" შემტევს გაუმკლავდეს, ამასთან ერთად უკან მყოფ როხოს საჭირო შემთხვევაში დახმარების გაწევა შეეძლო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


ბოლო წუთების ხანძარი

დამატებულ 4 წუთში "სტოკს" ორჯერ შეეძლო ანგარიშის გათანაბრება.

პირველი ეპიზოდი ჯარიმის ჩაწოდების შემდეგ მოხდა. სწორედ ამაზე მინდა ყურადღება გავამახვილო: ჯარიმა იანგმა აიღო, როცა "სტოკ სიტის" გარღვევას აჩერებდა, თუმცა ამ ჩავარდნის მიზეზი ფლეთჩერის სუსტი თამაში გამოდგა., რომელსაც არნაუტოვიჩმა უპრობლემოდ აუარა გვერდი, ამის შემდეგ იანგს სიტუაციის გამოსწორება მოუხდა.

დარენი მეორე მატჩში შემოდის შეცვლაზე და საშინლად გამოიყურება. ღირს კი ასე გარისკვა? ფლეთჩერი საჭირო სიმშვიდეს თამაშს საერთოდ ვერ სძენს.

დავუბრუნდეთ ჩაწოდებას. რიგითი ეპიზოდი: ფელაინი ისევ წინ უშვებს ფეხბურთელს, როგორც ნებისმიერი გუნდის ნებისმიერ ჩაწოდებაზე ხდება. კერიკმა თავისი მოთამაშე გაუშვა და ხელით დაჭერას ცდილობს, მაგრამ ბრძოლას აგებს (უფრო დაბალი გადაცემა უბედურების მაუწყებელი იქნებოდა). აი როხო კი თითქოს შესანიშნავად აკონტროლებს სიტუაციას და უპირატესობა აქვს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


მაგრამ დიუფმა როხოს ზურგს უკან ბურთზე თამაში მოასწრო. საბედნიეროდ, "იუნაიტედის" კარში დე ხეა დგას.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


ერთ წუთში "იუნაიტედის" კართან მხიარულება გაგრძელდა.

ფლანგიდან ჩაწოდება მოხდა, ბურთზე პირველი კრის სმოლინგი იყო, მაგრამ მას "სტოკ სიტის" ორი ფეხბურთელი უტევს. ასეთ სიტუაციაში მსაჯებს მშვიდად შეუძლიათ დასტვენა. მაგრამ შეხვედრის არბიტრი პასიური იყო, ხოლო ბურთი ფლანგზე გადადის, სადაც თამაშში ახლად შესულმა იანუზაიმ თავისი ფეხბურთელი მიატოვა და ფეხბურთს გვერდიდან ადევნებს თვალს.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


დავიდ დე ხეას კიდევ ერთი სეივის შემდეგ ბურთი დიუფს მიუვიდა, მან კი 2-3 მეტრიდან ცარიელი კარი დაცხრილა. თუმცა იანგი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოჩნდა, გოლის ფიქსაციის ელექტრონულმა სისტემამ კი ზედიზედ მეორე მატჩში იმოქმედა "იუნაიტედის" სასარგებლოდ.

პლატინის კრიტიკის მიზეზი, რომელიც ნამდვილად მუშა სისტემის, «Hawk Eye»-ს ნაცვლად კარის უკან მდგომ მსაჯებს იყენებს ევროპულ მატჩებში უფრო მეტია.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სტოკ სიტი" (ტაქტიკური განხილვა)


წარუმატებელი ცვლილებები

მოხდა ისე, რომ შეცვლაზე შესული თითოეული ფეხბურთელი ასე თუ ისე ქაოსში დამნაშავეა.

ფალკაომ 91-ე წუთზე ბურთი დაკარგა, რის შემდეგ ფლეთჩერმა არნაუტოვიჩი გაუშვა, იანგს კი შეცდომის გამოსასწორებლად ჯარიმის აღება მოუხდა. იანუზაიმ თავისი ფეხბურთელი დატოვა და მას რამდენიმე მეტრიდან დარტყმის საშუალება მისცა. მწვრთნელი აშკარად ფრთხილად უნდა მოეკიდოს შეცვლებს.

გაგრძელება
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
4 დეკემბერი 2014 01:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
საბედნიეროდ, "იუნაიტედის" კარში დე ხეა დგას.


რა ბედნიერებაა მართლა

ერერამ მეორე ტაიმი კარგად ჩაატარა პირველისგან განსხვავებით მარა საერთო ჯამში უფრო მეტს ველოდი მე პიარადად. დაბრუნდებიან ფეხბურთელები და დადგება ყველა თავის პოზიციაზე. ერერა ვალდებული იყო გაეტანა, უილსონს ესეთი შანსი არ უნდა გაეშვა ხელიდან. მართალია გასული მატჩია, საჭირო 3 ქულა აღებულია მარა სხვა დროს ესე არ გაგვიმართლებს და დე ხეაც ყოველთვის ვერ გადაგვარჩენს. ესეთ მატჩებში უნდა გამოიყენო მსგავსი მომენტები
0
№12
ავტორი: Macklemore
5 დეკემბერი 2014 00:12
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საღოლ დუმბო. ჩემი საყვარელი სიახლეა და სულ ველოდები ხოლმე. არც თუ ისე კარგი მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ როგორც იტყვიან გამარჯვებულებს არ აკრიტიკებენ. იმედია გაგრძელდება მოგებების სერია.
0
№13
ავტორი: RojoDiablo
5 დეკემბერი 2014 01:28
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Macklemore,
შენ მოგიძღვნი ხოლმე ;)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top