თბილისი:
მანჩესტერი:
1-12-2014, 10:11
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1964,
კომენტარები: 11
ვან გაალი მძიმე დეკემბრისთვის მზადაა
ლუი ვან გაალი დეკემბრის გადატვირთული გრაფიკის შესახებ.
ვან გაალი მძიმე დეკემბრისთვის მზადაა
"მანჩესტერ იუნაიტედის" მწვრთნელი, ლუი ვან გაალი სეზონის ყველაზე დატვირთული პერიოდისთვის მზადაა.

"სტოკ სიტის" "ოლდ ტრაფორდზე" ვიზიტი დეკემბრის თვეში ჩასატარებელი 6 შეხვედრიდან პირველი იქნება. გარდა ჩემპიონატის თამაშებისა, "იუნაიტედი" წლის ბოლო თვეს ასოციაციის თასის მესამე რაუნდის შეხვედრასაც გამართავს.

"პრემიერ ლიგაში არაფერია ადვილი და ამას ნამდვილად ხედავ, როცა უყურებ როგორ იტანჯება "ლივერპული" "სტოკ სიტის" წინააღმდეგ 85 წუთის განმავლობაში. თითოეული შეხვედრა რთულია და სწორედ ამიტომ არის პრემიერ ლიგა ამაღელვებელი."

"სტადიონზე ყოველთვის სუფევს ატმოსფერო, ქომაგები თავიანთ გუნდს ბოლომდე უჭერენ მხარს და ეს ფანტასტიურია. სწორედ ამიტომ მინდა პრემიერ ლიგაში მუშაობა."

"მატჩების განრიგის შეცვლა არ შემიძლია. არ ვფიქრობ, რომ ფეხბურთელებისთვის კარგია ყოველ ორ დღეში თამაშის ჩატარება. დეკემბერი ასეთი იქნება და ამის გარდა, ჩვენ ოჯახები გვყავს. მე მყავს ცოლი, შვილი და შვილიშვილი და შობაზე მათ ნახვას ვერ მოვახერხებ."

"მაგრამ მე პრემიერ ლიგაში მუშაობა მსურს, ასე რომ უნდა შევეჩვიო და შევეჩვევი კიდეც."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
2 დეკემბერი 2014 09:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
სტოკს უეჭველი უნდა მოვუგოთ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top