თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2014, 23:49
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 2841,
კომენტარები: 14
რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში?
"მანჩესტერ იუნაიტედი" 3-0 "ჰალ სიტი"
რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში?
გუშინდელ თამაშში წითლებმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და კარის მშრალად შენახვაც მოახერხეს. ამასთან ერთად, როგორც ყოველთვის, "ოლდ ტრაფორდზე" საოცარი ატმოსფერო სუფევდა. გასაკვირი არც არის, რომ ფეხბურთელები ძალიან გახარებულნი და ბედნიერები იყვნენ. ზოგი ლაზარეთიდან დაბრუნებას გვპირდება, ზოგი მადლობას უხდის ფანებს, ზოგიც კი უბრალოდ შემდეგი თამაშისთვის ემზადება.

რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში?


როხო: "დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ დღეს. ახლა კი, სრული უფლება მაქვს სახლში მეგობრებთან ერთად დავისვენო და ცოტა გავერთო."



ლუკ შოუ: "დღეს ბიჭებმა მოიგეს! მძულს, როცა ვერაფრით ვეხმარები გუნდს, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მალე დავბრუნდები!"



ერერა: "კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით წინ სწორი მიმართულებით! მადლობას ვუხდი ყველას, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებისთვის. გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა."



მატა: "კარგია, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ ბიჭებო! მინდორზეც დიდი სიამოვნება მივიღე."

რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში?


ფელაინი: "გუნდის სული, დიდებული გამარჯვება, კარგი თამაში... ასე უნდა განვაგრძოთ. მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის."

რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში?


პერსი: "კარგი სანახაობა, სამი ქულა და მშრალად შენახული კარი. ყველაფერი არის ისე, როგორც ჩვენ გვინდა რომ იყოს. კიდევ ერთხელ უდიდეს მადლობას გიხდით საოცარი ატმოსფეროსათვის."

რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში?


რუნი: "კარგი სანახაობა და კიდევ ერთხელ მოპოვებული სამი ქულა!"

რა ხდებოდა მატჩის შემდეგ სოციალურ ქსელში?


რაფა: "ძალიან კარგი თამაში, ყოჩაღ ბიჭებო. ხვალ ნორმალურ ვარჯიშს დავუბრუნდები და მზად ვარ დავეხმარო გუნდს. ძალიან ბედნიერი ვარ."
სურათები
14 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
1 დეკემბერი 2014 14:34
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შოუ უნდა ვათამაშოთ თორემ, ცოდოა. ვათამაშოთ რა, ითამაშოს გამოკეთდეს და
0
№12
ავტორი: RedGirl
1 დეკემბერი 2014 17:14
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
Shako Jones,
ყოფილი მანჩესტერის ფეხბურთელების ოფიციალურ გვერდებს ყოველთვის ვამოწმებ და როცა წერენ აუცილებლად ვდებ ხოლმე. წინაზეც დავწერე. რაც შეეხება მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელებს მაგაზე მეც ვფიქრობდი და ვნახოთ რა შეიძლება დავდო ხოლმე მეც :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№13
ავტორი: Gvantsaa
1 დეკემბერი 2014 17:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
წარმატებები ყველა ტურში ♥♥
0
№14
ავტორი: red devil
2 დეკემბერი 2014 09:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მიყვარს ეს სიახლე საღოლ ავტორ. რაც შეეხება ერერას მართლა კაია და არანაირი ბაიერნში წასვლა ის ჩვენი კაცია.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top