1-12-2014, 00:12
ნანახია: 2727,
კომენტარები: 15
ლორისი დე ხეას ნაცვლად?
რა შემთხვევაში დატოვებს დე ხეა კლუბს.
ლა ლიგის გრანდი, მადრიდის "რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედის" მეკარით დიდი ხანია ინტერესდება. დავიდ დე ხეას იკერ კასილასიs შემცვლელად მოიაზრებენ.
მადრიდის "ატლეტიკოს" ყოფილი მეკარე კი კლუბს იმ შემთხვევაში გამოიცვლის, თუ მისი ამჟამინდელი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლას ვერ მოახერხებს.
"რეალი" მზადაა 30 მლნ. ფუნტი გადაიხადოს ახალგაზრდა მეკარეში, ხოლო ლუი ვან გაალი მის პოტენციურ შემცვლელს უკვე ეძებს.
ლუის ასეთ კანდიდატთა სიას კი "ტოტენჰემის" 27 წლის მეკარე, უგო ლორისი უდგას სათავეში.
"ლიონის" ყოფილი კიპერი 2012 წლის ივნისში "ტოტენჰემმა" 10 მლნ. ფუნტად შეიძინა და მას შემდეგ უგო შესანიშნავ მატჩებს ატარებს.
"იუნაიტედს" ტრანსფერის განხორციელებისთვის 25 მლნ. ფუნტის გადახდა მოუწევს.
წყარო:
dailystar
ახალი ამბები, ტრანსფერები
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.