თბილისი:
მანჩესტერი:
30-11-2014, 20:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2182,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "შემიძლია რუნიც კი გავაუმჯობესო"
ვან გაალს ნებისმიერი ფეხბურთელის გაუმჯობესება შეუძლია.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალს მიაჩნია, რომ მას ნებისმიერი ფეხბურთელის გაუმჯობესება შეუძლია და მათ შორის უეინ რუნისაც.

ნაკრებისა და კლუბის რიგებში მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 16 შეხვედრაში რუნიმ 16 გოლი გაიტანა. უეინი "წითელი ეშმაკების" თამაშში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რაც ლუი ვან გაალს თავის დამსახურებადაც მიაჩნია.

"რა თქმა უნდა, აქ მოსვლამდე მისი რეპუტაციის შესახებ გაგონილი მქონდა. მაგრამ ჩემი მოსვლის პირველ დღეებში ისეთი რუნი არ იყო, რომელზეც ყველა საუბრობდა."

"ჩემი აზრით, ვარჯიშებზე ის მისაბაძი მაგალითია. რა თქმა უნდა მან გარკვეულ დონეს მიაღწია."

"ვფიქრობ, ჩემი აქ ყოფნის პერიოდში ყოველთვის ითამაშებს, მაგრამ თუ ცუდი პერიოდი ექნება ალბათ შევცვლი."

"ახლა კი ის ჩემი კაპიტანია. ის არის ფეხბურთელი, ვინც სხვებისთვის მისაბაძია. ამიტომ კმაყოფილი ვარ. ისეთი შეგრძნება მაქვს ის ფეხბურთის სიყვარულისა და "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნობის გამო ცოცხლობს."

"რა თქმა უნდა ნაკრებში კაპიტნობა მას ეხმარება "იუნაიტედში" წარმატებული კაპიტანი იყოს. მას ასე უფრო დიდი გამოცდილება აქვს."

"მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველად სწორედ მე დავნიშნე იგი კაპიტნად. როი ჰოჯსონი კი ჩემ რჩევას მიჰყვა."

"შემიძლია ნებისმიერი ფეხბურთელი გავაუმჯობესო. ვწუხვარ, ეს მაღალი შეფასებაა, მაგრამ შემიძლია."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: red devil
1 დეკემბერი 2014 10:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ტიპი რა ამპარტავანია :D მარა მართალს ამბობს ფერგიმ რუნი ნახევარმცველად აქცია ლუიმ კი წინ წაწია და გოლების გატანისკენ მოუწოდებს
0
№12
ავტორი: DiMaria
1 დეკემბერი 2014 14:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რუნის გაუმჯობესება შედეგის მხრივ, თორემ მეტი მაგას რაღა უნდა შემატო ვერ წარმომიდგენია
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top