ეშლი იანგი აცხადებს, რომ "იუნაიტედი" არ უნდა ჩამოწორონ პრემიერ ლიგის მოგების კანდიდატებისგან, მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა "ჩელსისთან" 13 ქულა გალხავთ. "წითელ ეშმაკებს" ახლა გარდატეხის პერიოდი უდგათ და ჰოლანდიელი მწვრთვნელისთვის სეზონის უხერხული სტარტი გამოდგა. მაგრამ გასულ კვირას მოგებულმა მატჩმა "იუნაიტედი" საუკეთესო ოთხეულში შეიყვანა. ეს კი "ეშმაკუნების" პირველი გასვილითი მატჩი დამთავრდა მათივე გამარჯვებით.
მიუხედავად "ჩელსის" დომინირებისა, "იუნაიტედის" ფეხბურთელებს სჯერათ, რომ ისინი ჩემპიონობისთვის იბრძვიან. "მე ვფიქრობ, რომ მწვრთვნელი საუკეთესო ოთხეულზე არ დაკმაყოფილდება." აცხადებს ეშლი იანგი. "მეტიც, შტაბსაც და ფეხბურთელებსაც, ლიგის მოგება გვსურს. ვან გაალსაც იგივე აურა გააჩნია. ეს იგრძნობა მატჩის დროსაც და ვარჯიშებზეც."
"მას ადამიანების სჯერა. შენ იგი რწმენას გაძლევს, ის პირდაპირი ადამიანია და უნდა რომ ყველამ საუკეთესოდ წარმოაჩინოს თავი. მწვრთვნელს სურს რომ დიდ მწვერვალებს მიაღიწოს. სურს რომ "იუნაიტედი" გამარჯვებების გზაზე დაბრუნდეს და ეს საერთოდ არ განსხვავდება ჩვენი სურვილებისგან. წინასასეზონო ტურნეს შემდეგ ფეხბურთელები ახალ ფილოსოფიას ერგებიან. ახლა ყველა სწორ და იმავე მიმართულებით მივდივართ, რისი ბოლოც პრემიერ ლიგის მოგებაა."
ინგლისელ ვინგერს ასევე იმისიც სჯერა, რომ საახალწლო დღეებში "იუნაიტედი" ტრადიციულად ძლიერი იქნება და ვან გაალის გუნდი გამარჯვებებს იზეიმებს.
"ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენ საუკეთესო ფორმაში ვართ. წლის ბოლოს ყოველთვის კარგ ფორმაში ვხვდებით. დარწმუნებული ვარ შობის პერიოდი ძალიან გადატვირთული იქნება, მაგრამ ჩვენ მიანც მოუთმენლად ველით ახალ წელს." დაასრულა იანგმა.