თბილისი:
მანჩესტერი:
25-11-2014, 19:44
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2326,
კომენტარები: 12
ბესტის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა
ცხრა წლის წინ ჯორჯ ბესტი გარდაიცვალა.
ბესტის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა
დღეს 9 წელიწადი გავიდა ფეხბურთელის გარდაცვალებიდან, რომელიც არა მარტო "მანჩესტერ იუნაიტედში" თამაშობდა ოდესღაც, არამედ სპორტის ამ სახეობაში საუკეთესოდაც ითვლებოდა.

ჯორჯ ბესტი 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ჩვენ კი კიდევ ერთ ლეგენდარლ ჩრდ. ირლანდიელ ფეხბურთელს, სემი მაკილროის შევხვდით, რომელიც თანამემამულეს იხსენებს.

სტაჟიან ქომაგებს შესანიშნავად ახსოვთ რა სირთულეებს აწყდებოდნენ "იუნაიტედის" ლეგენდარული ფეხბურთელები, რომელთა სია საკმაოდ გრძელია. ამასთან ერთად კლუბში მოდიოდნენ ფეხბურთელები, რომელსაც ახალ "ამას თუ იმას უწოდებდნენ" და ვისაც მათ ადარებდნენ ჯერ კიდევ თამაშობდა ფეხბურთს! ერთ-ერთი ასეთი კი სემი მაკილროი იყო, რომელსაც შესანიშნავი დრიბლინგი ჰქონდა.

მიუხედავად იმისა, რომ შედარება თავად ხდებოდა, მაკილროი აცხადებს, რომ ის ამას არავითარ ყურადღებას არ აქცევდა.

"სიმართლე ვთქვა, ამას სერიოზულად არასდროს აღვიქვამდი. ჯორჯ ბესტი ჩემი კუმირი და საუკეთესო ფეხბურთელი იყო, რომელიც ოდესმე მინახავს. ხალხი ჩვენ იმის გამო გვადარებდა, რომ ორივე ბელფასტიდან მოვდივართ, ეს არის და ეს. ჯორჯი იყო შესანიშნავი ადამიანი, რომელიც დამეხმარა ფეხბურთში გამოჩენისას. ნათელია, რომ პრესას ძალიან სიამოვნებდა ჩვენ შორის პარალელის გავლება, მაგრამ ოდნავადაც კი არ ვთვალთმაქცობ, როცა ვამბობ, რომ ეს არ მაღელვდება. ერთმანეთში ამაზე არასდროს ვსაუბრობდით. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ჯორჯი იყო საკმაოდ მოკრძალებული ადამიანი და ყველასთვის მისაბაძი მაგალითი, ამიტომ აზრადაც კი არ მომდიოდა მასთან შედარება." - იხსენებს მაკილროი.

მიუხედავად ამისა, გაზეთები მათ შედარებას განუწყვეტლივ აგრძელებდნენ. მაკილროი კლუბის ლეგენდა გახდა თავისი გამოსვლის წყალობით და მისი მეხსიერება ჯორჯის შესახებ თქვენი მოლოდინისგან განსხვავდება.

"ყველაზე მეტად იმას კი არ ვნანობ, რომ მას ვერ დავემსგავსე, არამედ იმას, რომ მასთან ერთად იმაზე ნაკლებად გამოვდიოდი მოედანზე, ვიდრე მსურდა. იმაზეც ვწუხვარ, რომ მისი კარიერის დაღმასვლის ხილვა მომიხდა, რადგან გულშემატკივართა უმრავლესობას ის სწორედ ბოლო პერიოდის გამოსვლით დაამახსოვრდა, როცა საკუთარ თავს სულაც არ ჰგავდა."

"იუნაიტედის" რიგებში ჩატარებულ 474 შეხვედრაში ბესტმა 181 გოლი გაიტანა, ორჯერ მოიგო ლიგა და ერთხელ ევროპის ჩემპიონთა თასი 1968 წლის ოქროს ბურთთან ერთად.

ავტორი: იგორ სელდევი

წყარო: carrick.ru
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
26 ნოემბერი 2014 16:49
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ბესტი: "ერთხელ მე უარი განვაცხადე მოწევასა და დალევაზე. ეს იყო ყველაზე საშინელი 15 წუთი ჩემს ცხოვრებაში"

:დდ მაგარი კაცი იყო რა <3 ეე ნეტა ამის ეპოქაში მეცხოვრა <3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№12
ავტორი: DiMaria
26 ნოემბერი 2014 17:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
შე პელეზე მაგარო. ცოტა სიფრთხილე რომ გამოგეჩინა ვინ იცის დღეს რად გაღიარებდნენ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top