"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "არსენალის" შეხვედრაში, რომელიც "წითლებმა" 1-2 მოიგეს, ადგილი ჰქონდა ინციდენტს, რომელიც "არსენალის" ქომაგმა ჩაიდინა.
მას შემდეგ, რაც შეხვედრის 56-ე წუთზე კირენ გიბსის ავტო გოლის წყალობით "იუნაიტედი" დაწინაურდა, "იუნაიტედის" სათადარიგო ფეხბურთელებსა და მათ უკან მსხდომ "არსენალის" ქომაგებს შორის მცირე უთანხმოება მოხდა.
განაწყენებულმა ქომაგმა "მანჩესტერ იუნაიტედის" სათადარიგოთა სკამს წითელი ღვინოს შემცველი კონტეინერი ესროლა.
ინციდენტის შემდეგ "არსენალის" ქომაგი ამოცნობილი და დაჭერილი იქნა, ხოლო მომხდარი ფაქტი "არსენალის" წარმომადგენელმა დაადასტურა:
"ეს ადამიანი მოედანზევე დაიჭირეს. მზად ვართ უფლედამცველ ორგანოებთან ვითანამშრომლოთ, რადგან ნამდვილად არ გვსურს ანტი-სოციალური ქმედებების მოთმენა. იმ შემთხვევაში, თუ ამ ადამიანის ბრალეულობა დადასტურდება, მზად ვართ მას მოედანზე მოსვლა ავუკრძალოთ."