"მანჩესტერ იუნაიტედს" ბევრი მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ჰყავდა ლაზარეთში. თამაში ერთ-ერთ ინგლისურ გრანდთან, "არსენალთან" ჰქონდა ჩასატარებელი, თანაც გასვლაზე. როგორც ყველა მოელოდა, მატჩი რთული აღმოჩნდა, მაგრამ "წითელმა ეშმაკუნებმა" მაინც მოახერხეს "მეთოფეების" დამარცხება და მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვება.
კერიკი: "ცუდად დავიწყეთ, მაგრამ საბოლოოდ კარგად დავასრულეთ. დიდებული სამი ქულა მოვიპოვეთ. სამუშაო შესრულებულია!!
დე ხეა: "სახლის გზაზე, მოპოვებულ მნიშვნელოვან სამ ქულასა და იმ ფეხბურთელთან ერთად, რომელიც შანსს არასდროს უშვებს ხელიდან"
ფალკაო: "ამ სტადიონზე მატჩი ყოველთვის რთული ჩასატარებელია, მაგრამ ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი სამი ქულა მოვიპოვეთ, რაც უფლებას გვაძლევს გავაგრძელოთ ბრძოლა ჩევნი დიდი მიზნებისაკენ."
რუნი: "დიდებული გამარჯვება მოვიპოვეთ დღეს!"
იანგი: "გუნდმა ბრწყინვალე წარმოდგენა აჩვენა. დიდებული გრძნობაა, როცა გასვლაზე ამარცხებ "არსენალს". ვფიქრობ, ეს ფოტო ყველა ემოციის გამომხატველია."
თამაშს რამდენიმე ყოფილი "მანჩესტერელიც" გამოეხმაურა:
რიო ფერდინანდი: "დარწმუნებული ვარ, "მანჩესტერის" ფეხბურთელები სახლის გზაზე დე ხეას სასმლით გაუმასპინძლდებიან."
რუდ ვან ნისტელროი: "დიდებული გრძნობაა, როცა ვხედავ როგორ მოიგო "იუნაიტედმა" ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაში დღეს. შესაძლოა, ეს დიდი აღმასვლის დასაწყისი აღმოჩნდეს... წინ "იუნაიტედ"!
ვან დერ სარი: "მიხარია, როცა მესმის, რომ დავიდ დე ხეამ მოაგებინა თამაში "იუნაიტედს". სამწუხაროდ, ვერ მოვახერხე მისი სეივების ნახვა, მაგრამ ხვალ დილას კიდევ მაქვს შანსი, ვიხილო დავიდის თამაში."