თბილისი:
მანჩესტერი:
22-11-2014, 00:56
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2623,
კომენტარები: 12
პერსის ნაცვლად კავანი და მიულერი
"იუნაიტედი" ზაფხულში ვან პერსის გაშვებას გეგმავს.
პერსის ნაცვლად კავანი და მიულერი
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა ზაფხულში რობინ ვან პერსის განშორდეს, რომელსაც მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წელს ეწურება.

"წითელი ეშმაკები" 31 წლის ფორვარდის ფიზიკური ფორმით უკმაყოფილონი არიან, ამიტომ მის ნაცვლად "პსჟ"-დან ედინსონ კავანის, მიუნხენის "ბაიერნიდან" კი ტომას მიულერის შეძენას შეეცდებიან.

რობინ ვან პერსი, რომელიც დღეს თავის ყოფილ კლუბს, "არსენალს" დაუპირისპირდება მცირე პრობლემებს განიცდის თავდაჯერებულობასთან დაკავშირებით.

პერსის ნაცვლად კავანი და მიულერი


პრემიერ ლიგის 35 ფეხბურთელს შორის, რომელთაც მიმდინარე სეზონში სამი ან მეტი გოლი გაიტანეს ვან პერსის ყველაზე ცუდი პროცენტული მაჩვენებელი აქვს კარში დარტყმების მხრივ - საშუალოდ 13.6%

ვან პერსის სტატისტიკას თუ ჩავუღრმავდებით, კიდევ ერთი რამის თქმა შეიძლება - გასულ სეზონში ამავე პერიოდში ვან პერსიმ კარის მიმართულებით გაცილებით მეტჯერ დაარტყა, თუმცა საგოლე შანსი მათგან გაცილებით ნაკლებად იქმნებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ვან პერსიმ მიმდინარე სეზონში მხოლოდ ერთი საგოლე გადაცემა გააკეთა.

პერსის ნაცვლად კავანი და მიულერი


იმ შემთხვევაში, თუ რობინ ვან პერსი "იუნაიტედს" დატოვებს, "წითლები" მის ნაცვლად ურუგვაელი ფორვარდის და გერმანელი შემტევის გადაბირებას ეცდებიან.

წყარო: independent.co.uk
ახალი ამბები, ჭორები, ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
22 ნოემბერი 2014 18:33
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ახლანდელ ვან პერსის ორივე მირჩევნია. ისე კავანი მინდოდა მაგრად.
0
№12
ავტორი: Best 7
22 ნოემბერი 2014 23:32
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Falcao Tu atamashda egeni rat minda
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top