თბილისი:
მანჩესტერი:
20-11-2014, 15:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2733,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" ჰუმელსის შეძენას იანვარში ეცდება
ჰუმელსი შესაძლოა ზამთარში "იუნაიტედში" ვიხილოთ.
ლუი ვან გაალი მატს ჰუმელსის შეძენას იანვარში ეცდება. ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში გერმანელი მცველი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მცველად გადაიქცევა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" ჰუმელსის შეძენას ზაფხულშიც ცდილობდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ედ ვუდვორდს კი ზამთარში მიეცემა კიდევ ერთი შანსი გერმანელის შესაძენად.

თავად დორტმუნდულ გუნდს კაპიტანთან განშორების არავითარი სურვილი არ აქვს, მაგრამ მატსს მხოლოდ ორი წელი აკავშირებს გერმანულ კლუბთან მოქმედი კონტრაქტის მიხედვით და "ბორუსია" იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის ზამთარში ჰუმელსში სოლიდურ თანხას აიღებს.

ჰუმელსის მიერ გუნდის დატოვებას შესაძლოა იმანაც შეუწყოს ხელი, რომ დორტმუნდული კლუბი მიმდინარე სეზონში ბუნდეს ლიგაში არც თუ სახარბიელო შედეგს აჩვენებს - "ბორუსიას" მხოლოდ 10 ქულა აქვს.

თუმცა "ეშმაკები" არ არიან ერთადერთი გუნდი, რომელიც გერმანელი მცველით ინტერესდება. "იუნაიტედს" კონკურენციას "არსენალი" გაუწევს, რომლის მიმართ მატსს მისივე თქმით გარკვეული სიმპათიები აქვს, თუმცა ჰუმელსი არც "ბარსელონას" მიმართ არის გულგრილი.

წყარო: theguardian
ახალი ამბები, ტრანსფერები
11 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
22 ნოემბერი 2014 01:06
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
47milioni martla medzvireba raa.. mere ra ro magari mcvelia da tan axalgazrdaa pachti raaa.mara 47nametania 35-40 kide mesmis7-10 milioni patara fuli xo ar ggoniat yaven?mitiumetes ro finansuri criziss ganicdis chveni gundi? 7-8 milioni girda de vriji mara luim ar iyida...arada nakrebshi kargad aaamashebda:-)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top