მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა სერ ბობი ჩარლტონი მიიჩნევს, რომ სიტის წარმატება დროებითია და დარწმუნებულია იმაში სერ ალექსის გუნდი შეძლებს საკუთრი ადგილის დაბრუნებას პრემიერ ლიგის ჩემპიონის რანგში. სერ ბობიმ ეს სიტყვები სპეციალურად გამართულ ვაშამზე, რომელიც გასული სეზონის ბოლოს იყო. ეს სიტყვები სერ ბობიმ წარმოთქვა მომდევნო დღეს ჩემპიონობის დაკარგვიდან:"სიტი საერთოდ არ მაღელვებს. ჩვენ შეგვიძლია კუთვნილი ადგილის დაბრუნება. მინდა გითხრათ, რომ გუშინ საშინელმა ემოციებმა შემიპყრეს. იმისათვის, რომ ეს ტკივილი გაქრეს ჩემში დრო დასჭირდება. ერთადერთი საშუალება იქნება სიტის დამარცხება მომდევნო 2012/2013 წლების სეზონში. ასეთი დღეები ბევრჯერ მქონია როცა ფეხბურთელი ვიყავი. სიმართლე გითხრათ ახლა ძალიან მიმძიმს ეს ყველაფერი. ჩვენს კლუბში სულელები არ მუშაობენ. ვხვდებით, რომ სიტიმ მოიგო ტიტული და არა აქვს მნიშვნელობა თუ როგორ მოახერხეს მათ ეს. წაგების შემდეგ ცუდად გავხდი და წამლების დალევაც მომიწია. ძალიან მტკიოდა გული. ყველანი უდიდეს ტკივილს გვრძნობდით შიგნიდან. სიტის კარგი გუნდი ყავს. მატ ბევრს არ შევაქბ, რადგან ძალიან რთულია ჩემთვის. მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავთ და ასევე ფული, რომლის წყალობითაც თვს მშვიდად გრძნობენ. მათ უყვართ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა. თუმცა როცა ფეხბურთს ვთამაშობდი სიტის უფრო ძლიერ გუნდიც ჰყოლია ვიდრე ახლა."
6 თვის შემდეგ სერ ბობი კვლავ განიხილავს დაპირისპირებას სიტისთან:" ჩვენი დაცვის ცენტრი ძალიან დაზარალდა. ვიდიჩი იყო ფეხბურთელი, რომელიც დაცვის თამაშს აკონტროლებდა და არეგულირებდა. რაც შეეხება უეინ რუნის იმედი მაქვს, რომ თამაშში აფეთქდება. ამ დროისთვის ის და ვან პერსი შესანიშნავად უგებენ ერთმანეთს. მართალია მას იმდენი არ გააქვს როგორც ადრე, თუმცა ის უდიდესი ფეხბურთელია და ყველაფერი მის ხელთაა. სერ მატ ბასბი ყოველთვის გვეუბნებოდა თუ საშობაოდ 6 ქულით უსრებთ თქვენს მდევარს, ჩათვალეთ, რომ ჩემპიონები ხართ. გვაქვს შანსი ეს კიდევ უფრო ადრე მოვახერხოთ. რაც მეტ თვდაჯერებულობას მოგვცემს. ყველამ ვნახეთ თუ როგორ შეიცვალა სიტი ბოლო წლების განმავლობაში. ახალი მმართველების მოსვლით გასაგები იყო რომ ისინი გაძლიერდებობდნენ მინიმუმ ფინანსურად მაინც. თუმცა გუნდი ფიზიკურადაც კარგად გამოიყურება. სიტი გახდა გუნდი, რომელსაც შეუძლია გამარჯვება თავისი ძლიერი შემადგენლობით. ზოგჯერ როცა მატჩებს ვუყურებ ვფიქრობ, რომ ჩვენს მეზობლებს ყველაფერი აქვთ იუნაიტედის დასამარცხებლად. ჩვენ ბოლომდე ვიბრძვით, ასეთია კლუბის ისტორია და ხასიათი."