თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2014, 22:59
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2203,
კომენტარები: 11
დე ხეა: "იუნაიტედში" თავს კარგად ვგრძნობ"
დე ხეამ "რეალის" სურვილის შესახებ არაფერი იცის.
დე ხეა:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ესპანელმა მეკარემ, დავიდ დე ხეამ განაცხადა, რომ თავის კლუბში ბედნიერია.

ბოლო პერიოდში პრესაში აქტიურად იწერება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მადრიდის "რეალი" დე ხეათი ინტერესდება.

ესპანური გრანდი დე ხეას სახით იკერ კასილასის შემცვლელის პოვნას გეგმავს და დავიდის ტრანსფერს იმდენად სერიოზულად მიუდგა, რომ ბეილის გაყიდვასაც კი თანხმდება.

თუმცა თავად დე ხეა აცხადებს, რომ "იუნაიტედში" ყოფნით ბედნიერია და "რეალის" მხრიდან ინტერესის შესახებ არაფერი იცის.

"რთულია იმის თქმა, ნამდვილად ინტერესდება თუ არა "რეალი" ჩემით თუ ეს მხოლოდ ჭორებია, რაც საკმარისად ვრცელდება."

"იუნაიტედში" თავს შესანიშნავად ვგრძნობ. თუ ყველაფერს დაუჯერებთ, რასაც თქვენზე წერენ, შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ათასობით კლუბი გამოიცვალეთ."

"საუკეთესო რამ, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ - ეს ბეჯითად მუშაობაა იქ, სადაც იმყოფებით. ვგრძნობ, რომ "იუნაიტედში" ხალხს ძალიან ვუყვარვარ და მაფასებენ."
- განაცხადა დე ხეამ.

წყარო: redevils.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
18 ნოემბერი 2014 08:54
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
დარწმუნებული ვარ,რომ არსად წავა. მჯერა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top