თბილისი:
მანჩესტერი:
17-11-2014, 15:13
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2492,
კომენტარები: 11
დი მარია: "გადაწყვეტილების მიღებაში რონალდუ დამეხმარა"
დი მარიამ თავისი და რონალდუს საუბარი გაიხსენა.
დი მარია:
"ოლდ ტრაფორდზე" გასამართი არგენტინისა და პორტუგალიის ნაკრებების ამხანაგური მატჩის წინ ანხელ დი მარიამ რონალდუს სიტყვები გაიხსენა.

დი მარია და რონალდუ 2010 წელს გახდნენ თანაგუნდელები და მას შემდეგ მათ შორის კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

ორივე ფეხბურთელის წარმატებულმა თამაშმა მადრიდულ კლუბს 6 ტიტული მოაპოვებინა, რომელთა შორის ჩემპიონთა ლიგის თასიც ირიცხება.

დი მარია იხსენებს რონალდუსთან საუბარს, რომელიც მადრიდის დატოვებასა და ლუი ვან გაალის გუნდში გადასვლის გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარა.

"სანამ დანამდვილებით გვეცოდინებოდა, რომ აქ მოვდიოდი, მან მითხრა, რომ ეს უდიდესი კლუბია და აქ გადმოსვლა ჩემთვის კარგი იქნებოდა, რაც ბედნიერს გამხდიდა. იმ დროისათვის დანამდვილებით არ ვიცოდით მოვდიოდი თუ არა, ასე რომ, დეტალებს არ ჩავუღრმავდით, მაგრამ რაც მან მითხრა გადაწყვეტილების მიღებაში ძლიერ დამეხმარა."

"ეს ჩემი კარიერის უდიდესი მოვლენა გახლდათ. ისეთი დიდი კლუბის დატოვება, როგორიც "რეალია" და ისეთ დიდ კლუბში გადასვლა, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია" გაზრდაში გეხმარება და კარიერაში პროგრესს აღწევ. ეს უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო და აქ ძალიან ბედნიერი ვარ. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად წავა და აქ მარავალი წლის განმავლობაში დავრჩები."
- განაცხადა დი მარიამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RedTeen
18 ნოემბერი 2014 01:35
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
თუ არ ვცდები ეს სტატია ადრეც იდო belay ნუ თუ არ იდო და მეშლება მაშინ, ჩამოყალიბდი რა ძმაო...
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top