თბილისი:
მანჩესტერი:
12-11-2014, 10:27
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 1968,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "ისინი სათადარიგოდან დაიწყებენ"
ლუი ვან გაალი დაბრუნებულებს ძირითადში არ დააყენებს.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი "არსენალთან" მატჩში ტრავმამოშუშებულ ფეხბურთელებს სასტარტო თერთმეტეულში არ გაამწესებს.

ცენტრალური მცველი, მარკოს როხო მხრის ტრავმის გამო მანჩესტერული დერბის შემდეგ უქმობს.

ფილ ჯონსმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან უკანასკნელში, "ვესტ ბროვიჩის" წინააღმდეგ დაშავდა.

ჯონი ევანსმა სექტემბრის შემდეგ 3 შეხვედრა გამოტოვა და როგორც მოსალოდნელია "არსენალთან" მატჩისთვის მზად იქნება.

იჯარით აყვანილი რადამელ ფალკაო, რომელიც მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამჯერ გამოჩნდა ძირითად შემადგენლობაში და ორჯერ სათადარიგოზე "ჩელსისთან" მატჩის წინ დაშავდა და მას შემდეგ არ მიუღია მონაწილეობა "იუნაიტედის" მატჩებში.

მარჯვენა მცველს, რაფაელს კი კუნთის ტრავმა აწუხებდა, რის გამოც "სიტისთან" და "კრისტალ პალასთან" მატჩები გამოტოვა.

თუმცა ვან გაალი არ აპირებს რომელიმე ამ ფეხბურთელთაგანი "არსენალთან" მატჩში სასტარტო შემადგენლობაში დააყენოს.

"არა, ამას არ ვაპირებ, რადგან მათ უკვე ხუთი, ექვსი, შვიდი კვირის განმავლობაში არ უთამაშიათ."

"ისინი სათადარიგოთა სკამზე უნდა დაჯდნენ, რადგან მხოლოდ 20 წუთის თამაში შეუძლიათ, მაგრამ არ დავაყენებ ისეთ ფეხბურთელებს, რომლებიც 100%-ით მზად არ არიან სათამაშოდ."

"ნახეთ რაც მოუვიდა პედი მაკნეირს ("კრისტალ პალასთან კრუნჩხვები ჰქონდა), რადგანაც პრემიერ ლიგის მატჩების რიტმი ძალიან მაღალია."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Martial
12 ნოემბერი 2014 16:58
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
დროა ერერამ ითამაშოს

ფალკაოს ბევრი უცდება და სათადარიგოდან სემოვა ალბათ. პერსიზე დაგინული არ გადის ეგ
0
№12
ავტორი: DiMaria
13 ნოემბერი 2014 01:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რაფაელი ძირითადში დადგება. ასე მგონია რატომღAც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top