თბილისი:
მანჩესტერი:
10-11-2014, 01:07
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2543,
კომენტარები: 13
რა მოხდება მატასთან დაკავშირებით?
რუსი ჟურნალისტების აზრი ესპანელის შესახებ
რა მოხდება მატასთან დაკავშირებით?
წინააღმდეგ-იგორ სელდიევი

მიუხედავად მატას მიმართ ჩემი პიროვნული დამოკიდებულებისა და სიმპატიისა, არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ფაქტი რომ, ესპანელს არ მისდის კარგად საქმეები ჩვენს გუნდში. თავის დროზე ხუანი ჟოზე მოურინიომ გაუშვა "ჩელსიდან". ნუთუ ძალიან ჭკვიანი და ეშმაკი პორტუგალიელი მისცემდა ფეხბურთელს ნებას დაეტოვებინა მისი გუნდი და შეერთებოდა კონკურენტებს, რომ არ სცოდნოდა მისი მინუსები.

შეუძლებელია პარალელი არ გაავლო ვან გაალსა და მოურინიოს შორის, ეს უკანასკნელი ხომ ლუის მოსწავლე იყო და თავის საქმიანობაში მასწავლებლის ფილოსოფიის ნაწილს იყენებს. ვან გაალის "იუნაიტედი" და ჟოზეს "ჩელსი" ერთი მექანიზმია, რომელშიც თითოეული ფეხბურთელი ძალიან საჭიროა.

ხუანი ნამდვილად შეეფერება ვან გაალის ფილოსოფიას, ის ხომ ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია იდეალური პასით, მაგრამ იგი მოედანზე ეფექტურია მხოლოდ ერთ შემთხვევაში. იმისთვის რომ ესპანელმა საუკეთესო თამაში აჩვენოს გუნდი მთლიანად მასზე უნდა იყოს აწყობილი, როგორც ეს ბენიტესის დროს ხდებოდა "ჩელსიში, მაგრამ ეს გამორიცხულია ვან გაალთან.


ერთის მხრივ აშკარაა რომ, მატასთვის იდეალური პოზიცია - ათიანია. მეორესმხრივ კი გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში სათადარიგოთა სკამზე დაჯდომის უპირველესი პრეტენდენტი ხუანი იყო. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს.

ზაფხულის ტრანსფერები

ზაფხულში ლუის ვან გაალმა ძალიან კარგი სატრანსფერო პოლიტიკა ჩაატარა და ძალიან კარგი შემტევები შეიძინა. სამწუხაროდ, როცა ყველა მათგანი ჯამრთელადაა მატას მხოლოდ სათადარიგოდან უხდება მატჩისთვის თვალის დევნება. როგორც ავღნიშნეთ ხუანი ათიანის პოზიციაზეა ყველაზე კარგი, მაგრამ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა საჯაროდ განაცხადა რომ ესპანელს, უეინ რუნის ამჯობინებს.

არასაკმარისი უნივერსალობა

მატა ძალიან კარგია იმ სიტუაციებში როცა მას სივრცე აქვს, მას შეუძლია ბურთის ძალიან კარგად მიღება და გააქვს საკმაო რაოდენობის გოლები, მაგრამ ეს მაშინ როცა თამაშობს თავის პოზიციაზე. ნახევარდაცვის სხვა ადგილას მისი გამწესებით ესპანელის ეფექტურობა ერთი-ორად იკლებს. მაგალითისთვის, "ლესტერთან" გამართულმა მატჩმა აჩვენა რომ მარცხენა ვინგერობა სრულიად არ შეეფერება.

სუსტი დაცვითი ფუნქციებში

უმეტეზად მწვრთნელთა პრეტენზიები ეხება მის უუნარობას დაცვაში. ფიზიკური აგებულება და სისწრაფე არ აძლევს საშუალებას ხუანს ინგლისური ფეხბურთის მწვერვალზე ავიდეს. მას ძალიან ხშირად გაურბის მოთამაშე, რომელზეც პასუხისმგებელია. "ჩელსისთან" გამართულ შეხვედრაში ესპანელი მთელი ძალით ცდილობდა გუნდის დახმარებას, ბევრჯერ საკუთარ საჯარიმოსთანაც კი აღმოჩნდა მცველების დასახმარებლად, თუმცა ეს იყო მცოლოდ ერთი შემთხვევა. უეინ რუნი ამ ასპექტში ბევრად შედეგიანია, მას ძალიან კარგად შეუძლია დაცვითი ფუნქციების შეთავსება.

საბოლოოდ მინდა ვთქვა რომ, ხუანი ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა "იუნაიტედი" ყოველთვის იყო და იქნება კლუბი, სადაც გუნდურობა ინდივიდუალურობაზე მაღლა დგას. ახლა ვხვდები რომ, გარი ნევილი იყო მართალი, რადგან მატას გადმოსვლამდე იგი ფიქრობდა რომ, ხუანი ვერ შეეწყობოდა "იუნაიტედის" ფილოსოფიას (მაშინ ჯერ კიდევ არავინ იცოდა ვან გაალის მოსვლის შესახებ). დღევანდელი გადმოსახედიდან მიმაჩნია რომ, მატას ესე დატოვება მკრეხელობაა. ნიჭიერი და ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხუანი უნდა გაუშვან.

მატას სასარგებლოდ - ალექსანდერ გრაიროვიჩი

რა მოხდება მატასთან დაკავშირებით?


უნდა ავღნიშნო რომ, ბევრად მომგებიან პოზიციაში ვარ ვიდრე იგორი. პირველ რიგში მე უფრო მყარი არგუმენტები მაქვს, და მეორე ეს ჩემ თვალწინ მტკიცდება.

მე ვფიქრობ რომ ყველაფერი რაც კი იწერება პრესაში "იუნაიტედის" ირგვლივ: იქნება ეს კრიტიკა თუ ქება, ყველაფერი არის მიმდინარე დროში. როცა დი მარიამ ძალიან კარგი 3 მატჩი ჩაატარა პრესა აჭრელდა სტატიებით, სადაც ეწერა რომ ანხელი 1 თავით მაღლაა თანაგუნდელებზე, მაგრამ როგორც კი არგენტინელმა თამაშს მოუკლო მაშინვე დაიწყო საუბარი რომ, წითლებმა იყიდეს "ნანი 60 მილიონად".

სწორედ ასე მოხდა რობინ ვან პერსის შემთხვევაშიც, რომელიც "გააღმერთეს" ლონდონელებთან ჩატარებული მატჩის შემდეგ. დიახ, "ჩელსისთან" რობინმა კარგად ითამაშა, მაგრამ მას ასე უნდა ეთამაშა ყველა მატჩში და შესაძლოა ბომბარდირთა დავაში, აგუეროსა და კოშტასთვის გაეწია წინააღმდეგობა.

მოდით მხოლოდ ბოლო სამ კვირას ნუ შევაფასებთ და ყველაფერი დავიწყოთ თავიდან. ბევრი წერს რომ, ხუანი არ არის "იუნაიტედის" დონის, ისევე როგორც არ იყო "ჩელსის". თუ შეიძლება ამიხსენით, როგორ შეიძლება არ იყო კლუბის დონის და მოიგო 2ჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი? თვით სერ ბობი ჩარლტონი საუბრობდა ხუანზე ძალიან დადებითად და ის უზომოდ გახარებული იყო, როდესაც ესპანელი გუნდს შეუერთდა.

დიახ კონკურენცია არის და ახლა ნამდვილად არ უდგას საუკეთესო დროება ხუანს, მაგრამ როგორ შეიძლება ესეთი პირდაპირი დასკვნების კეთება? რატომ არავინ აქცევს ყურადღებას რომ, ვან პერსი 31 წლისაა, რუნი -29-ის, ფალკაო- 28-ის, ხუანი კი მხოლოდ 26-ის. მართალია ის არ თამაშობს იმდენს რამდენიც სურს, მაგრამ არც სკამსაა მიჯაჭვური, როგორც ეს "ჩელსიში" იყო. პლუს ამას ჩვენ მომავალ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ვითამაშბთ.

ახლა მე ჩემს უპირატესობებს გამოვიყენებ და ვუპასუხებ იგორს. საფეხბურთო ინტელექტი, პასი, მოძრაობა - ეს არ არის ის, რომელზეც შეგიძლია თქვა "ნუ ხო ეს პლუსია, მაგრამ არის მინუსებიც" არა! არა და არა!!! ეს არის ნიჭი, რომელსაც ვერ ისწავლი და ვერ მოიპოვებ. სულ ახლახანს გაჩნდა თითქმის არსაიდან ჭორები რაჰიმ სტერლინგის შესახებ, თითქოს "რეალს" მისი შეძენა სურს, მაგრამ რაჰიმი ვერასდროს ვერ გახდება სუპერ ვარსკვლავი ვერც მადრიდში და ვერც ლივერპულში, რადგან არ აქვს პასი და თამასის კითხვის ნიჭი, რითიც მატა უხვადაა დაჯილდოებული.

რაც შეეხება ჟოზე მოურინიოს და ვან გაალის შედარებას, ეს უბრალოდ არ შეიძლება. ჟოზე აკეთებს ერთი და იგივეს. მას არ შეუძლია კომბინაციური ფეხბურთი ათამაშოს გუნდს. მისი სტილი მძიმე, მეტოქის შეცდომაზე და კონტრ-შეტევაზე აწყობილი ფეხბურთია. პორტუგალიელი მსოფლიოში საუკეთესოა მეტოქის შესწავლის და მათი შეცდომებზე დაჭერის ასპექტში. სწორედ ამიტომ არ სჭირდებოდა მას მატა და კაკა.

ახლა მის დაცვით ფუნქციებზე. მართალია ხუანი პატარაა, არც თუ სწრაფი და სუსტი, მაგრამ ის არ არის მინუს ერთი ფეხბურთელი მინდორზე, პირიქით მას შეუძლია კრეატივის შეტანა მატჩში. მოდით ნუ წავალთ წარსულში და აწმყო დროში მივადგეთ "ქალაქელებს", მათ ათიანის პოზიციაზე ჰყავთ ძალიან კარგი ფეხბურთელი დავიდ სილვა, რომელიც ძალიან არ განსხვავდება მატასგან. რამდენი ფეხებში ვარდნა და ბურთის ართმევა გახსენდებათ მისი შესრულებით? პირადად მე ბევრი არა და ეს იმიტომ რომ "სიტის" ძალიან ძლიერი ნახევარდაცვა ჰყავს.

ჩვენ გვყავს ახალგაზრდა დალეი ბლიდი, ერთგული ჯარისკაცი - კერიკი და ფელაინი. ვან გაალმა განაცხადა რომ, მის გუნდს აკლია ფიზიკური მოთამაშეები, ამის გამო სათადარიგოთა სკამზე დასვა ერერა და მატა. ახლა როცა მოედნის ცენტრში კერიკი და ფელაინი დგას, გუნდს კრეატიულობა და სისწრაფე აკლია. ჩემი აზრით ფელაინი არ არის იმ დონის, რასაც "იუნაიტედი" ითხოვს. მისი გამოყენება შეიძლება მეტოქის საჯარიმოსთან ახლოს ბურთის მისაღებად და დასაჭერად, მაგრამ ნუთუ იმისთვის იყიდეს დი მარია რომ, ბელგიელი გიგანტი მოამარაგოს ჩაწოდებებით? არამგონია.

დარწმუნებული არ ვარ რომ, ხუანი ჩვენთან დიდი ხანი დარჩება, მაგრამ ვიდალის ან თუნდაც დრაქსლერის გამო მატას გაყიდვა სისულელედ მიმაჩნია. გუნდში არის იანგი, ანდერსონი, კერიკი, ფლეთჩერი, სმოლინგი, ევანსი და გაყიდონ მატას? საინტერესოა.

ოქრო არ იჟანგება, რამდენიმე თვეში. მატა ოქროა.


წყარო: carrick.ru


უნდა გაუშვან მატა?

კი
არა

სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Martial
10 ნოემბერი 2014 22:47
  • სიახლეები: 54
  • კომენტარები: 468
ოქრო არ იჟანგება, რამდენიმე თვეში. მატა ოქროა.


რა კარგი სიტყვებია
0
№12
ავტორი: DiMaria
11 ნოემბერი 2014 00:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მატა ძალიან კარგია იმ სიტუაციებში როცა მას სივრცე აქვს, მას შეუძლია ბურთის ძალიან კარგად მიღება და გააქვს საკმაო რაოდენობის გოლები, მაგრამ ეს მაშინ როცა თამაშობს თავის პოზიციაზე. ნახევარდაცვის სხვა ადგილას მისი გამწესებით ესპანელის ეფექტურობა ერთი-ორად იკლებს. მაგალითისთვის, "ლესტერთან" გამართულმა მატჩმა აჩვენა რომ მარცხენა ვინგერობა სრულიად არ შეეფერება.


ერთხელ სტატია დაიდო აქ ამის შესახებ და იქაც ამაზე იყო გამახვილებული ყურადღება. არ შემიძლია არ დავეთანხმო ავტორს
0
№13
ავტორი: Macklemore
11 ნოემბერი 2014 01:24
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
1 გოლით არაფერი წყდება, მაგრამ მატა რო უმაღლესი დონის ფეხბურთელია ეგეც ფაქტია და მისი გუნდიდან წასვლა ნამდვილად არმინდა.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top