თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2014, 22:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2358,
კომენტარები: 13
მატა: "ეს ჩემი უმნიშვნელოვანესი გოლი იყო"
ხუან მატა მატჩის შემდგომ.
მატა:
ხუან მატას მიაჩნია, რომ "კრისტალ პალასის" წინააღმდეგ გატანილი გოლი მისი კარიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლია.

"ალბათ, ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გოლი იყო. ძალიან რთული შეხვედრა გამოდგა. ჩვენ სამი ქულა გვჭირდებოდა და მოხარული ვარ, რომ მისი აღება მოვახერხეთ, რადგან გულშემატკივარი სწორედ ამას იმსახურებს."

"როცა შეცვლაზე შემოდიხარ შენი უმთავრესი მიზანი თამაშში ცვლილების შეტანაა და გონებაში მხოლოდ ეს მიტრიალებდა, როცა ვხურდებოდი. საბედნიეროდ მოვახერხე კიდეც."

"რთული მატჩი გამოდგა. პოზიციას ვინარჩუნებდით, მაგრამ მომენტებს ვერ ვქმნიდით, მათ კი პირველ ტაიმში შესანიშნავი შანსი მიეცათ. ბედნიერები ვართ, რომ გამარჯვების მოპოვება შევძელით."

"თუ კი კარს "მშრალად" შეინახავ, მოგება უფრო ადვილი ხდება და ეს სწორედ ჩვენი კარგი დაცვის შედეგია. იმედი მაქვს, საერთაშორისო შესვენების შემდეგ რამდენიმე მცველი დაგვიბრუნდება. რთულია, როცა სანაკებო პაუზის წინ მოგებას ვერ ახერხებ, მაგრამ საბედნიეროდ ეს შევძელით. ახლა დასვენებას და "არსენალისთვის" მომზადებას შევძლებთ."


წყარო: Manutd.com
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Becksy
9 ნოემბერი 2014 12:55
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 176
ძაან კლასნია არუნდა გაუშვან მატა ||
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ || Nemanja Vidic ||
№12
ავტორი: Wardell
9 ნოემბერი 2014 13:20
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გაბადაძე,
როგორც იქნა :D :D :D ტიპს არ აღირსეს 50-ე მშრალი მატჩი :(
0
№13
ავტორი: DiMaria
9 ნოემბერი 2014 15:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჯერ იუნაიტედის გოლი ხომ გამიხარდა და მერე მატას გოლი მითუმეტეს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top