თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2014, 13:44
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2995,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" ყოფილ კაპიტანს დააბრუნებს?!
ნემანია ვიდიჩი იუნაიტედში ბრუნდება?!
ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა გასულ ზაფხულს, კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, იტალიას მიაშურა და "მილანის ინტერს" უსასყიდლოდ შეურთდა. მისი 8 წლიანი ინგლისური კარიერა თითქოს ასე დამთავრდა.

ნემანია ისეთივე წარმატებულ თამაშს ვეღარ განაგრძობს, როგორიც ამას "იუნაიტედში" წლების მანძილზე აკეთებდა და ვოლტერ მაცარის გეგმებშიც აღარ შედის, ვიდიჩმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ 8 მატჩი ჩაატარა.

სერბი კრიტიკის ქარცეცხში მოექცა როგორც პრესის ისე "ინტერის" გულშემატკივართა მხრიდან, რადგან მან ვერ გაამყარა დაცვის ხაზი და ვერ გაამართლა იმედები.

გავრცელდა ჭორები თითქოს, "იუნაიტედს" კაპიტნის დაბრუნება სურს და მზად არის გაუფორმოს 6-თვიანი კონტრაქტი, ამით ვან გაალი შეეცდება დაცვაში შეცდომები აღმოფხვრას.

ლუის ვან გაალს არ სურს დიდი თანხის გადახდა ისეთ მცველებში როგორებიც არიან: ბრუნო მარტინს ინდი და ეზეკილ გარაი, ვიდიჩის მცირე ხნიანი კონტრაქტი კი იდეალური ვარიანტი იქნება ჰოლანდიელისთვის, რა თქმა უნდა თუ სერბი გააგრძელებს წარმატებულ თამაშს.


წყარო:express.co.uk
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: GoGa.
9 ნოემბერი 2014 14:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
Becksy, rato unda darcheniliyo dzma vangaals mere vingaamoeyvana holandieli?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top