თბილისი:
მანჩესტერი:
8-11-2014, 09:51
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2407,
კომენტარები: 11
ვან პერსი: "რიოს სიტყვები სიმართლეა"
ვან პერსი რიო ფერდინანდის სიტყვებს გამოეხმაურა.
ვან პერსი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, რობინ ვან პერსი გამოტყდა, რომ სერ ალექს ფერგიუსონის პენსიაში გასვლა რთულად გადაიტანა.

რიო ფერდინანდის თქმით, სერ ალექს ფერგიუსონის სამწვრთნელო კარიერის დასრულებამ ყველაზე მეტად ვან პერსიზე იქონია ცუდი გავლენა.

სწორედ სერ ალექსმა მოახერხა ვან პერსის დათანხმება "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლაზე. 2012 წელს, სადებიუტო სეზონში ჰოლანდიელმა 26 გოლი გაიტანა და "იუნაიტედს" პრემიერ ლიგის ტიტული იოლად მოაპოვებინა.

"რიო - შესანიშნავი ადამიანია. ის ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ მის სიტყვებში არის გარკვეული სიმართლე. მანჩესტერში ჩემი გადასვლა უმეტეს წილად ფერგიუსონის პერსონით იყო განპირობებული, ან თუ მომიტევებთ სერ ალექსის."

"მან კი მითხრა, რომ კიდევ სამი წლით დარჩებოდა. სიამოვნებას ვიღებდი მისი სამწვრთნელო მეთოდებისგან."

"ჩვენ 18 ქულით ვუსწრებდით "სიტის", მაგრამ მათთან სახლში 1-2 დავმარცხდით. კიდევ 15 ქულა გვრჩებოდა, მაგრამ ის გაცოფებული იყო. მაშინ გავაცნობიერე: "ის გამარჯვებული იყო".
- განაცხადა ვან პერსიმ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
8 ნოემბერი 2014 15:01
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ფერგი გამარჯვებისთვის იყო დაბადებული!!! ბოლო სეზონში ჩაქირის დედაც რო ვატირე, თორე ლიგასაც დავდებდით!!!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top