თბილისი:
მანჩესტერი:
3-11-2014, 19:22
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2778,
კომენტარები: 12
მატას ბლოგი
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
მატას ბლოგი
სალამი ყველას!

დღეს გწერთ სახლიდან წაგების შემდეგ, რომელიც რთულად გადასატანია.

დერბი ყოველთვის განსაკუთრებულია და მანჩესტერის დერბი არის ის, რასაც კვირის განმავლობაში ქუჩაში გრძნობ. ამიტომაც რთულია წაგებასთან შეგუება და მიუხედავად იმისა, რომ თანაგუნდელებს ვერ დავეხმარე, შემიძლია გითხრათ, რომ მთელი გუნდი გაბრაზებულია.

"სიტის" წინააღმდეგ გასვლითი შეხვედრის ჩატარება ძალიან რთულია, რადგან მათ შესანიშნავი შემტევი ხაზი ჰყავთ, ხოლო პირველ ტაიმში კაცის გაძევება ყველაფერს უფრო ართულებს. ეს მესამე შემთხვევაა ამ სეზონში, რაც ერთ-ერთმა ჩვენგანმა წითელი ბარათი მიიღო, ასე რომ, სამხუწაროდ ჩვენთვის ნაცნობია კაცნაკლული თამაში. მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აგუერომ გოლი გაიტანა და ჩვენ 10 კაცით ვიყავით დარჩენილნი, გუნდმა ნამდვილი თავდადება აჩვენა და თითქმის გაათანაბრა თამაში, რაც თითქოს წარმოუდგენელი იყო იმ მომენტში.

სიმართლე გითხრათ, სატურნირო ცხრილს რომ ვუყურებ, ძალიან გვჭირდება გაუმჯობესება და მატჩების მოგება.

რა თქმა უნდა, ეს ის არ არის, რაც გვსურდა, მაგრამ გუნდი ერთად უნდა დადგეს და წინსვლა განაგრძოს. დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ.

ხუანი.

წყარო: manutd.com
მატას ბლოგი
12 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
4 ნოემბერი 2014 11:43
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ეტყობა ცუდ ხასიათზე რომ არის ბოლოს "გკოცნით" არ დაამატა what
0
№12
ავტორი: Berba 9
4 ნოემბერი 2014 21:12
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ეე მატა მატა, ვერ გაფასებენ ვერა )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top