თბილისი:
მანჩესტერი:
2-11-2014, 20:10
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3168,
კომენტარები: 16
"მანჩესტერ სიტი" - "მანჩესტერ იუნაიტედი" 1-0 (მატჩის განხილვა)
დღევანდელი მატჩის განხილვა
მანჩესტერ სიტი
მანჩესტერ იუნაიტედი
1-0
02.11.2014
52%
ბურთის ფლობა
48%
0
1
საგოლე პასი
0
0
პენალტი
0
0
16
სულ დარტყმები
0
9
0
6
კარში წასული
0
2
0
6
კარისკენ წასული
0
5
0
2
მეკარის სეივი
0
5
0
3
თამაშგარე
0
3
0
7
კუთხური
0
4
0
18
აუტი
0
24
0
12
წესების დარღვევა
0
19
3
ყვითელი ბარათი
3
0
წითელი ბარათი
1
მატჩის განხილვა
16 კომენტარი
№11
ავტორი: manutd---10
3 ნოემბერი 2014 10:16
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
RojoDiablo,
მაშინ ერთს გკითხავ რა დაეტყო გუშინ იმ გამოქლიავებულ როხოს გამოცდილების?! იანუზაის კიდე მთელი კვირები დუბლებში აწანწარებს ლუი და დერბიში ძირითადში არ დამიყენა???

მითქვამს კა კიდე ვიტყვი რომ როხოს ხელში ვერცერთ ცენტრალურ მცველს ვერ დავადანაშაულებთ! რეალობას გავუსწოროთ თვალი და აღიარეთ რომ ჩვენ ყოველმატჩში ვთამაშობთ ერთადერთი ცენტრალური მცველით იმიტო რო როხო დგას სულ მეორე მცველად, მგონი თამაშის დროს ოცნებებში დაჰქრის რაა

ეს დერბი იყო და ლუის მართებდა რომ ოპტიმალური შემადგენლობა გამოეყვანა, მაგრამ სად გვეყოლება ოპტიმალური შემადგენლობა როცა ყოველთამაშში სხვადასხვა თამაშობს, ნუთუ ვარჯიშებს არ ატარებს ლუი რო იქ ნახოს ვინ ვინაა

მე მოგებას არ ვითხოვდი დღეს, მაგრამ ქულა უნდა აგვეღო, ეს იმედი იქნებოდა თავად ფეხბურთელებისთვის და ჩვენთვისაც... მაგრამ როგორც ეს ბოლო 2 სეზონი იმედის ნატამალიღა აღარ დამრჩება მალე ალბათ
0
№12
ავტორი: RojoDiablo
3 ნოემბერი 2014 14:32
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
manutd---10,
რას ამბობ კაცო. ვარჯიშებს არ ატარებს რას ჰქვია. რაც დამტვრეული ფეხბურთელები გვყავს ვარჯიშებზე იმდენი ქულა მოგვემატოს ახლა მარალ ადგილზე ვიქნებოდით.

რა დაეტყო როხოს გამოცდილების? როგორ ფიქრობ, გამოცდილები არ ცდებიან? ცოტაჯერ მოსვლის ფერდის ან ვიდას შეცდომა? როხო მართალი ცდება, მაგრამ გაცილებით გაბედული მცველის, ვიდრე მაკნეირი. გაცილებით დიდ მატჩებში აქვს მონაწილეობა მიღებული, ვიდრე მაკნეირს.

ოპტიმალური შემადგენლობის დაყენება მართებდა ასეტი რამ არ არსებობს. უნდოდა და მაგიტომ არ დააყენა? არ ჰყავს კაცს ფეხბურთელები და რა ქნას. მოგება მეც მინდოდა, მაგრამ ვერ მოვიგეთ. ფრეც მინდოდა, მაგრამ ვერ ავიღეთ 1 ქულა. იმედის დაკარგვა კი საჭირო არ არის. გუნდის პროგრესი შესამჩნევია და მას უნდა ხედავდე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: manutd---10
3 ნოემბერი 2014 19:25
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
RojoDiablo,
გეხვეწები ძმურად ვიდას და ფერდის ნუ ადარებ ცალტვინა როხოს, ერთი თამაშის გარდა რომელში ითამაშა როხომ მაკნეირზე უკეთ? შეგიძლია გამსცე პასუხი? სწორედაც რომ ასეთ თამაშებში უნდა მიღოს გამოცდილება მაკნეირმა. 100% დარწმუნებული ვარ, მაკნეირი რომ ძირითადში ყოფილიყო სმოლინგი წითელ ბარათს არ მიიღებდა. მაგრამ მე არ ვამბობ რომ მაინცდამაინც მაკნეირი დაეყენებინა, ჩაეწია ბლინდი ცენტრში და კერიკი დაეყენებინა საყრდენად.

ხოლო რაც შეეხება ფლანგს, სად არის ზაჰა? რატომ გაუშვა ზაჰა როცა ფლანგზე პრობლემები გვაქ? თუ იმდენი ვერ უნდა მოიფიქრო კაცმა რომ 3-4-3 თუ 3-5-2 ტაქტიკამ რომ არ გამართლოს სად მიდიხარ? ან სად იყო გუშინ მატა? მისი ტრამვის შესახებ არ მსმენია. ძმა ამ კითხვებზე თვით ლუიც ვერ გამცემს პასუხს. ფერგი იცი რით იყო გენიალური? გუნდში ყოველთვის ყავდა ბევრი ფეხბურთელი და საჭირო დროს საჭირო ტაქტიკის დროს ყოველთვის ყავდა ფეხბურთელი, და სათამაშო დროით თითქმის არავინ იყო პრეტენზიით განწყობილი

და რახან ფერგი გავიხსენე მინდა პიქეზე ვთქვა ერთი ორი სიტყვა: როცა პიკე ბარსაში წავიდა რა გამოცდილება ქონდა?? მაგრამ პირველსავე სეზონში ბარსას საყრდენი მცველი და ლიდერი გახდა. თუ ეს პიკემ შეძლო რატო ვერ უნდა შეძლოს მაკნეირმა? :))))00

და ფეხბურთელები რო არ ყავს ეს ჩემი ბრალია თუ შენი? მთელი სატრანსფერო ფანჯარის დროს რომ მიაკვდა ამ ვიდალს და ჰუმელსს რომლებაც ათასჯერ განაცხადეს არ გვინდა გადასვლაო. ეყიდა სხვა მცველი.
0
№14
ავტორი: DiMaria
3 ნოემბერი 2014 22:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
მიმოხილვის ყურება მხოლოდ გულს მწყვეტს და ეგაა
0
№15
ავტორი: RojoDiablo
3 ნოემბერი 2014 22:14
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
manutd---10,
არავის არ გიდარებ. როხო რა შესადარებელია ფერდინანდთან ან ვიდასთან. მე მხოლოდ ის ვთქვი, რომ არავინაა დაზღვეული შეცდომისგან.

შენ ისეთ რამეს ამბობ, რაც ალბათობაზეა დამოკიდებული. პიკემ რომ შეძლო არ ნიშნავს იმას, რომ ყველა შეძლებს. არც ზაჰას დაყენებაა რამის გარანტია. რითია უკეთესი ზაჰა იანუზაიზე? არ მითხრა ახლა უკეთესი დრიბლინგი და მომენტის დასრულების უკეთესი უნარი აქვსო. რომ ყოფილიყო ზაჰა მაინც ვერ ითამაშებდა.

მატას ტრავმა კი არაფერ შუაშია. რა ჯობდა, რუნის ამოღება და მატას ჩასმა, რომელიც საშინელ ფორმაშია? აბა ფლანგზე ხომ არ დააყენებდა. გეთანხმები იმას თუ გულისხმობ, რომ მატას ადგილი უნდა გამოიძებნებოდეს გუნდში, მაგრამ არ ხერხდება და რა ვქნათ.

მცველების შესყიდვას რაც შეეხება, არამგონია ვან გაალს ვერ დაენახა, რომ გვჭირდება ისინი. უბრალოდ ვერ მოვახერხეთ ყიდვა და ეს სულ სხვა რამეა. ცოტაზე იწერებოდა რომ სურდა? ვერ იყიდა გუნდმა. ბენატია - ბაიერნი თუ მანჩესტერი? ბაიერნი რა თქმა უნდა. რატომ? იმიტომ რომ გაცილებით მეტის შეთავაზება შეუძლია, ვიდრე იუნაიტედს. ჰუმელსი - დარჩენა თუ მანჩესტერში წასვლა? დარჩენა რა თქმა უნდა. რატომ? იმიტომ, რომ გაცილებით მეტის შეთავაზება შეუძლია დორტმუნდს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№16
ავტორი: manutd---10
4 ნოემბერი 2014 09:59
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 225
RojoDiablo,
ძმა თუ შანსი არ მიეცა მასე სკამზე მაკნეირი ვერც პიკე გახდება და ვერც ფეხბურთელი, ასევე როხოს ფორმას თუ დახედავ მაკნეირი უკეთეს შთაბეჭდილებას ტოვებს.

რაც შეეხება მატას, ჩელსიში არ თამაშობდა ფლანგში? ვალენსიაში სად თამაშობდა? არ თამაშობდა ფლანგზე? ხოდა დერბიში გამოუცდელ დუბლებში გაშვებულ იანუზაისე უკეთ არ ითამაშებდა? დაჟე ესპანეთის ნაკრებშიც კი ვნახე ზოგი თამაში სადაც ფლანგზე იდგა მატა.

ხოლო ზაჰას რაც შეეხება: იმ კაცს სჭირდება დრო მოედანზე, როცა არ გყავს მის პოზიციზე ხალხი რატო უნდა გაუშვა არენდით? თუ შედარებაა შედარება იყოს: იანუზაის საწინაღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დუბლებში თამაშის ღირსი არაა ეს ბიჭი, მეორე კიდე დერბიში ძირითადში არ უნდა იწყებდეს თამაშს. მითუმეტეს როცა ფორმა აქ დაკარგული. ხოლო რაც შეეხება ზაჰას: რომელს უფრო მეტი გამოცდილება აქვს? რომელი უფრო სწრაფია და ძლიერი? რომელი შეეფერება უფრო პრემიერლიგას? იანუზაი ჯერ ბავშვია და ყველაფერი წინ აქვს, ზაჰას კიდე ეხლა სჭირდება დრო და ნდობა და არ 30წლის რომ გახდება. კიდევ ერთხელ ვამბობ იანუზაის საწინაღმდეგო არფერი არ მაქვს, უბრალოდ ვფიქრობ რომ დერბიში არ უნდა თამაშობდეს 19 წლის ფორმა დაკარგული დუბლებში გაშვებული ბიჭი. ხოლო როხოს და მაკნეირის შემთხვევაში, ფორმა დაკარგულ როხოს რომელიც შეცდომაზე შეცდომას უშვებს მაკნეირი მერჩივნა, იმიტო რომ მაკნეირი გამოცდილებას მაინც შეიძენდა. მაგრამ ორივე ვარიანტს მერჩივნა ბლინდი დაცვაში და კერიკი საყრდენზე
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top