თბილისი:
მანჩესტერი:
6-12-2012, 20:13
ავტორი: ლადო,
ნანახია: 2507,
კომენტარები: 11
სერ ალექსი "კლუჟთან" მატჩის შემდგომ
სერ ალექსმა ხალხს გაუზიარა თავისი შთაბეჭდილებები "კლუჟის" წინააღმდეგ...
სერ ალექსი
გუნდის თამაში

სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა, მისი გუნდის წარუმატებელი თამაში "კლუჟთან", თუმცა აღნიშნა, რომ მან დადებითი მომენტებიც დაინახა თამაშში. "იუნაიტედმა" ორი ტურით ადრე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფის საგზური, რამაც საშუალება მისცა შოტლანდიელ სპეციალისტს მინდორზე ახალგაზრდა ფეხბურთელები გამოეყვანა.
"ჩვენ მივაღწიეთ იმას, რისი გაკეთებაც გვსურდა, მაგრამ მაინც ვერ მივაღწიეთ სასურველ შედეგს. ჩვენ იმ ფეხბურთელებს მივეცით შანსი, რომელთაც აკლდათ სათამაშო დრო, როგორებიც არიან ფილ ჯონსი და კრის სმოლინგი.ვფიქრობ ფილმა კარგი მატჩი ჩაატარა და ასევე კრისი, რომელიც ნელ–ნელა იღდგენს კვლავინდებურ ფორმას.ჩვენმა მცველებმა კარგად იმუშავე. სკოტ ვუტონმა ჩაატარა რამდენიმე მატჩი პირველ გუნდში, ჯონსს და სმოლინგს დიდი ხანი გაუცდათ, ბიუნტნერს კი აქვს მცირე სათამაშო პრაქტიკა.ყველაფრს თუ გავითვალისწინებით, მე კმაყოფილი ვარ თამაშით"– განაცხადა სერ ალექსმა manutd.com–თან

შედეგი

მიუხედავად საკუთარ სტადიონზე თამაშისა და დიდი უპირატესობისა სერ ალექსისი შეგირდებმა შეხვედრა მაინც დათმეს.
"მათ გაიტანეს ფანტასტიკური გოლი.ბურთმა შეიცვალა ტრაექტორია და არ დაუტოვა დავიდს არანაირი შანსი. ასევე ვერ გამოვიყენეთ მომენტები და ამისთვის დავისაჯეთ.ციოდა და მინდორიც გაიყინა. რთული იყო ჩვენი თამაში გვეჩვენებინა, მაგრამ გვქონდა უამრავი კარგი მომენტი, რომელთა რეალიზაციაც ვერ შევძელით."

ტომ კლევერლი

სერ ალექსმა ასევე ისაუბრა ტომ კლეველიზე, რომელსაც აწუხებდა კუნთის ტკივილი და განაცხადა, რომ ძალიან ღელავს რაიმე სერიოზული არ იყოს.
"ჩვენ ტომის დაზიანებას დილით შევაფასებთ. მან კუნთებში იგრძნო ძლიერი ტკივილი, რაც ძალიან ცუდი სიახლეა. შევხედოთ რას გვეტყვიან დილით"

შინჯი კაგავა

ბოსმა განაცხადა, რომ კლუბს აქვს კარგი ამბებიც შინჯო კაგავაზე, რომლიც მინდორზე 23 ოქტომბრის შემდეგ არ გამოსულა.
"შინჯიმ დაიწყო ვარჯიში და ის იღებს დატვირთვებს.მაგარმ ჯერ მაზად არ ვარ, რომ ვთქვა ითამაშებს თუ არა ის "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ, ვფიქრობ ეს მისთვის ადრე იქნება. ყოველ შემთხვევაში, ის დაუბრუნდა ვარჯიშებს.ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის იქნება შემდეგ კვირას"



წყარო:http://redevils.ru
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Amerigo
17 მარტი 2013 12:00
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
კაია ფერრგი
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top