თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2014, 16:22
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2519,
კომენტარები: 13
ნანი შესაძლოა ზამთარშივე დაბრუნდეს
ვან გაალი ნანის თამაშით მოხიბლულია
ნანი შესაძლოა ზამთარშივე დაბრუნდეს
dailystar-ისა და dailymail-ის ინფორმაციით "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი პორტუგალიელი ვინგერის, ლუიშ ნანის დაბრუნებას ზამთრისთვის გეგმავს. შეგახსენებთ, რომ ნანი იჯარის წესით "სპორტინგში" თამაშობს.

ნანი კარგ ფორმაშია და "სპორტინგის" თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. ვან გაალი ნამდვილად არ მოელოდა პორტუგალიელის ასეთ ათამაშებას და მოხიბლულია მისი სტატისტიკით.

წყაროს თანახმად, ჰოლანდიელი მწვრთნელი მზადაა ნანი ზამთარშივე დააბრუნოს, თუ ის ასე გააგრძელებს.

თვითონ ნანი კი ამბობს, რომ ბედნიერი იქნება "იუნაიტედში" დაბრუნებით, თუმცა თუ იქ მისი ადგილი აღარ იქნება, სხვა გამოსავალს მოძებნის.

"ბოლო ორი სეზონი "იუნაიტედში" ძალიან რთულად გადავიტანე. ბევრი ტრავმა მქონდა და რა თქმა უნდა დამწუხრებული ვიყავი. "მანჩესტერი" ჩემს მეორე სახლად მიმაჩნია და რა თქმა უნდა ბედნიერი ვიქნები იქ დაბრუნებით, თუმცა სხვა ვარიანტებსაც განვიხილავ." - განაცხადა პორტუგალიელმა.

"მანჩესტერ იუნაიტედის" არგენტინელი ახალწვეული მარკოს როხო კი ადასტურებს, რომ ვან გაალი ნანის რეგურალურად ადევნებს თვალს.

აქვე საინტერესო სტატისტიკა.

ბოლო ორი სეზონი "მანჩესტერში": 44 თამაში, 4 გოლი და 5 საგოლე გადაცემა.
11 თამაში "სპორტინგში": 5 გოლი და 4 საგოლე გადაცემა.

ნანი შესაძლოა ზამთარშივე დაბრუნდეს


წყარო: Dailystar.co.uk
ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
1 ნოემბერი 2014 00:06
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ერთი ბებიაჩემსააქ გაყინული ანაბრების დაბრუნების იმედი და მეორე თქვენ ნანის ათამაშების :D :D მე კიდე რეალურად ვაფასებ მოვლენებს და ორივე წარმოუდგენლად მიმაჩნია :D :D
0
№12
ავტორი: RojoDiablo
1 ნოემბერი 2014 00:30
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
"ბოლო ორი სეზონი "იუნაიტედში" ძალიან რთულად გადავიტანე
.

მეც მასე ვარ შენ რომ გიყურებ, მაგრამ საჯაროდ კი არ ვწუწუნებ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: DiMaria
1 ნოემბერი 2014 02:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აიფ, ავშენდით კაცო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top