თბილისი:
მანჩესტერი:
31-10-2014, 12:01
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2276,
კომენტარები: 11
იოვეტიჩი:"ნამდვილი "სიტი" მზად არის "იუნაიტედთან" შეხვედრისთვის"
სტივენ იოვეტიჩი დერბიზე
იოვეტიჩი:
სტევან იოვეტიჩი ირწმუნება, რომ კვირას "მანჩესტერ სიტი" თავის "ნამდვილ სახეს" აჩვენებს.

"ვფიქრობ, ეს კარგი მატჩია, რადგან როცა შენ თამაშობ დერბის, შენ 100 პროცენტით მოტივირებული ხარ."- განაცხადა იოვეტიჩმა

"რთული მატჩი გველის, რადგან ისინი ძალიან ძლიერები არიან. მათ ჰყავთ ბევრი ახალი და ძალიან კარგი ფეხბურთელები, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია მათი დამარცხება და უნდა ვაჩვენოთ ეს.

მჯერა, კვირას ჩვენ ვაჩვენებთ "ნამდვილ სახეს"."


ბოლო 6-დან 5 დერბიში "სიტიმ" მოახერხა გამარჯვების მოპოვება და მონტენეგროელი გამორიცხავს, რომ "სიტის" ჩავარდნის გამო თითქოს ლუი ვან გაალის გუნდი ფავორიტი იყოს.

"მე არ ვფიქრობ ასე. სულისკვეთება ვერ გაქრება ასე ორ თამაშში. ჩვენ ყველანი ძალიან კარგი ფეხბურთელები ვართ. თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდი მოტივაცია აქვს და ეს უნდა ვაჩვენოთ აუცილებლად."

სტევანს არ გაუტანია აგვისტოს შემდეგ, როდესაც მან დუბლი "აჩუქა" ლივერპულის ფეხბურთელებს" და მოხარული იქნება თუ აღნიშნავს 25-ე დაბადების დღეს დერბიში გატანილი გოლით.

"დიახ, კვირას ჩემი დაბადების დღეა. მე 25 წელი შემისრულდება. საუკეთესო საჩუქარი ჩემთვის დერბიში გამარჯვება იქნება.

მე ვარ ნაწყენი, რადგან დიდი ხანია არ გამიტანია. მე ყოველთვის ნაწყენი ვარ როცა არ გამაქვს გოლები, რადგან ეს ჩემი სამუშაოა გავიტანო რაც შეიძლება მეტი. მაგრამ დიდი ხნის შემდეგ მე ვითამაშე სრული 90 წუთი "ნიუკასლის" წინააღმდეგ და თავს კარგად ვგრძნობ."


წყარო:mirror.co.uk
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
1 ნოემბერი 2014 02:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩაგიჯვით სუნამდვილეშიც და სულისკვეთებაშიც
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top