თბილისი:
მანჩესტერი:
27-10-2014, 01:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2351,
კომენტარები: 11
ვან პერსი: "ჩვენ კონკურენციის გაწევა შეგვიძლია"
რობინ ვან პერსის აზრით ჯერ არაფერია დაკარგული.
ვან პერსი:
რობინ ვან პერსის თქმით "სტადიონი აფეთქდა", როცა დამატებით დროში "იუნაიტედმა" "ჩელსის" გოლი გაუტანა.

"გულშემატკივრებისთვის, მოთამაშეებისთვის და "მანჩესტერ იუნაიტედთან" დაკავშირებული თითოეული ადამიანისთვის შეხვედრის მიწურულს გატანილი გოლი უდიდესი შვება გახლდათ. მთელი სტადიონი აფეთქდა და უდიდესი ბიძგი მოგვცა."

"ჩვენ მიერ დღეს შექმნილ შანსებს თუ შეხედავთ, მინიმუმ ერთი ან ორი გოლი უნდა გაგვეტანა. ფაქტებს თუ მივყვებით, 90 წუთის შემდეგ 1-0 ვაგებდით. ეს მატჩის სურათს არ ასახავს, მაგრამ შანსების გამოყენება უნდა შეგეძლოს."

ვან პერსიმ გოლის გატანის შემდეგ მაისური გაიხადა, რის გამოც ყვითელი ბარათი მიიღო.

"ვიცი, რომ მაისურის გახდა არ შეიძლება, მაგრამ ხანდახან გავიწყდება და აფეთქებასთან ერთად ყველაფერი ერთად მოდის. დღესაც სწორედ ასეთი მომენტი იყო და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ მატჩისგან რაღაც მაინც მივიღეთ, რადგან მას ვიმსახურებდით."

"ჩელსის" კარგად იცნობთ და იცით, რომ მოურინიოს მწვრთელობის პერიოდში მათ დაცვაში კარგად თამაში და სივრცეების გადაკეტვა კარგად ეხერხებათ. მოურინიო ამით საზოგადოდ ცნობილია, ასე რომ, ძალიან რთულადაა საქმე, თუ მათ გაიტანეს. მაგრამ ყველამ შეინარჩუნა რწმენა და ჩვენ მისკენ ვისწრაფვოდით. მადლობა მოთამაშეებს და მადლობა ქომაგს, რადგან ისინი მხარში გვედგნენ. ბრწყინვალენი იყვნენ."


მომდევნო შეხვედრას "იუნაიტედი" თანაქალაქელი "სიტის" წინააღმდეგ გამართვს.

"ყველამ ვიცით, რომ "იუნაიტედი" უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. დღეს კი დავამტკიცეთ, რომ
ინგლისის გრანდებთან კონკურენციის გაწევა შეგვიძლია - იმედი მაქვს მალე ევროპაშიც დავამტკიცებთ. ეს მხოლოდ პროცესია და ახლა მის შუაში ვიმყოფებით. ყოველდღიურად უფრო ვვითარდებით, დღევანდელმა დღემ სწორედ ეს აჩვენა."

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RedTeen
28 ოქტომბერი 2014 02:59
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
Martla veraferi ver davinaxe golis shemdeg ra moxda..:D gvian vnaxe rom yviteli barati miigo
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top