თბილისი:
მანჩესტერი:
16-10-2014, 16:39
ავტორი: AkkRed,
ნანახია: 2321,
კომენტარები: 11
"უილ კინი საუკეთესი იყო ინგლისში"
უორენ ჯოისი უილ კინის ფორმაზე საუბრობს
მანჩესტერ იუნაიტედის" 21 წლამდელთა მთავარი მწვრთნელი, უორენ ჯოისი უილ კინის ფორმის აღდგების მოლოდინშია. 21 წლის ფორვარდმა "აკრინგტონთან" შეხვედრაში ჰეთ-ტრიკი შეასრულა და ჯოისს მიაჩნია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელის ცუდი პერიოდი წარსულს ჩაბარდა.

"მიხარია მის გამო და კმაყოფილი ვარ იმით, რომ ისევ გააქვს გოლი. დიდი ხნის განმავლობაში ის ბეჯითად ირჯებოდა და ეს მხოლოდ დასაწყისია მისი საბოლოოდ დაბრუნებისა. ვფიქრობ, მას მეტი შეუძლია. არ ვაპირებთ მასზე ზეწოლა შევამციროთ, რადგან ის შესანიშნავი ფეხბურთელია და არავითარი აზრი არ აქვს სირბილესა და დაბალ სტანდარტებზე გადასვლას."

"მან ისევ ძველებური ნორმების მიხედვით უნდა იმუშავოს, რადგან უილი უმაღლესი კლასის მოთამაშე იყო. ამჯერად შესვენებაზე ვუყვირე კიდეც მას, მაგრამ ის ამის გარეშეც აგრძელებს მუშაობას და მთელ მოედანზე სირბილს, რათა ძველ დონეს დაუბრუნდეს."

"უილს ჯერ კიდევ უამრავი სამუშაო აქვს წინ, მაგრამ ამჟამად არავითარ ზეწოლას არ განიცდის, რის გამოც მშვიდად მუშაობას შეძლებს. დადგება დრო, როცა სამუშაოს რაოდენობა ხარისხში გადაიზრდება. ახლა გაჩერება არ შეიძლება - როცა მისი საუკეთესო უნარები ჩვეულ დონეს მიაღწევს, ის აუცილებლად დაუბრუნდება ძველ ფორმას. ეს კი ჩვენი მიზანია."

"ძველი კინის ნიშნებს ვხედავ. სიმართლე გითხრათ, როცა შარშან იჯარის წესით სხვა კლუბში გადავიდა მისი ნახვა ვერ მოხავერხეთ და ვფიქრობ, ძალიან აჩქარდა. ვარჯიშებზე კარგად გამოიყურებოდა, რის გამოც შემიძლია ვთქვა, რომ იჯარით მისი გადასვლა არ გაგვკვირვებია. ის გარკვეული პერიოდი არ იყო ჩვენთან, მაგრამ ახლა იმ დატვირთვის ანაზღაურებას ვცდილობთ, რომელიც მას ჩვეულ დონეზე დააბრუნებს. კინი სარეზერვო დონეზე საუკეთესო ფეხბურთელი იყო კლუბში და ასეთი ნიჭის დაკარგვა ერთ საათში არ შეიძლება. ჩვენ არავითარ ვადებს არ ვისახავთ, უბრალოდ ვმუშაობთ და ვმუშაობთ, რათა ძველი კინი დავაბრუნოთ."


წყარო: manutd.ru
სიახლეები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
18 ოქტომბერი 2014 01:27
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
მაგარი ბიჭია ძაან, იმედია მალე ვიხილავთ მთავარ გუნდშიც და გააგრძელებს განვითარებას. ძალიან ვბალეშიკობ აკადემიის ბიჭებს, მაგარი ბიჭები არიან.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top