თბილისი:
მანჩესტერი:
13-10-2014, 16:05
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2725,
კომენტარები: 13
ერერა: "რუნი, პერსი და ფალკაო საუკეთესეოები არიან"
ანდერ ერერა მიიჩნევს, რომ მისი თანაგუნდელები საუკეთესო შეტევის ხაზს ჰქმნიან.
ერერა:
ანდერ ერერას აზრით, რობინ ვან პერსი, უეინ რუნი და რადამელ ფალკაო მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელები არიან. თავად ერერა ტრავმის გამო ვერ ეხმარება გუნდს, თუმცა გუნდელებისადმი თბილ სიტყვებს არ იშურებს.

"მე მინდა ვცადო უფრო მეტის გატანა." აცხადებს ერერა. "ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა ნახევარმცველებისთვის. მე აგრეთვე საგოლე გადაცემების კეთებაც მხივლავს, მითუმეტეს, როდესაც გუნდში ფალკაო, რუნი და პერსი გყავს. სამი საუკეთესო შემტევი მსოფლიოში."

"ხუანი, ანხელი, ადნანი, დეილი, დარენი და მე ვცდილობთ მათ მეტი მომენტი შევუქმნათ, მაგრამ გოლის ავტორი თუ მე აღმოვჩნდი, რა თქმა უნდა გაცილებით ბედნიერი ვიქნები. პრემიერ ლიგა შესანიშნავი ჩემპიონატია. აქ სწრაფი, შეუჩერებელი თამაში მიდის და ფანები შესანიშნავი სანახაობის მომსწრენი ხდებიან."

"ეს კარგია, რადგან სხვა ქვეყნებში თქვენ ნახავთ გუნდებს, რომლებიც ბურთის შენარჩუნებაზე აკეთებენ აქცენტს, აქ კი უამრავი გოლი გადის. ამასთანავე რთულია აქ თამაშიც. "ჩელსი", "არსენალი", "ლივერპული", "ტოტენჰემი", "სიტი" და "ევერტონი". ყველა ზემოთჩამოთვლილთან თამაში დიდი გამოწვევაა."
– განაცხადა ერერამ კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

წყარო: Mirror


ვინ გახდება მიმდინარე სეზონში "იუნაიტედის" ბომბარდირი ?

რობინ ვან პერსი
უეინ რუნი
რადამელ ფალკაო
ანხელ დი მარია
სხვა

ახალი ამბები
13 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
13 ოქტომბერი 2014 23:19
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ჩემი ხამ უეინს love
0
№12
ავტორი: VaRdo
14 ოქტომბერი 2014 02:32
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Goginashvili103
მოკლედე რა დრო დაგვიდგა ?? ვიღაც ანდერ ერერაზე ვამყარებთ იმედებს . ბილბაოს აღზრდილზე რომელსაც არამგონია დიდი მომაავალი ჰქონდეს ჩვენთან .. როგორც კაგავა ესეც მასე დაიწყებს დაღმასვლას . !!


ვიღაც კ.რონალდო იყო უფრო საზიზღარი ჩემპიონატიდან და უფრო საზიზღარი გუნდიდან და დღეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და ყველა გუნდს პირში აფრინდება ( ჩვენ იუნაიტედსაც ჩააფრინდა ) . ეს ვიღაც რრა არის ვერრ ვიგებ რა ლექსიკონია? 2 ფეხი აქვს 2 ყური აქვს 2 ხელი აქვს და ანალოგიური აღნაგობის ვინც იუნაიტედში თამაშობდა და თამაშობს. არის უნიჭიერესი აქვს უდიდესი პოტენციალი და თვით ფერგიუსონის მოწონებული ფეხბურთელი რომელიც 2 წელია მოგვყავს და ძლივს გადმოვიყვანეთ. ხო და ბოლოს ეს ისეაა ოლდ.ტრაფორდზე ჩვენ სანაქებო ნახევარდაცვას რომ ჩააფრინდა და წაგებაც გვაგემა. კიდე რა დავწერო? რით აგიხსნა რომ ცდები და არასწორი მიდგომაა.

ეს ვიღაც ერერა იქნება ბევრი რომ გააღმერთებთ და დაიწყებთ მერე აი ხო ვამბობდი ეს მაგარი კაციაო და ა.შ. wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: chudikone
14 ოქტომბერი 2014 19:01
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
VaRdo,
მგონი ერთადერთი ვარ ვინც ამ საიტზე თავიდანვე პატივს სცემდა ერერას და ეიმედებოდა მისი. მის ტრანსფერზე რა ჭორიც დაიდო ყველა მე ვთარგმნე და ჩემზე მეტად მგონი არავის გახარებია. ეხლა ნელ-ნელა დაიწყეს დაფასება და შენ სეზონის ბოლოს უნდა ნახო გამოჩნდება ხალხი, ერერა დაჟე ბილბაოშიც მევასებოდაო, იტყვიან wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top