"იუნაიტედის" ხანგრძლივი დროის სამიზნე უესლი სნეიდერი უახლოეს თვეებში შეიძლება "ოლდ ტრაფორდზე" აღმოჩნდეს. ჰოლანდიელმა დაადასტურა გავრცელებული ჭორები, რომ "გალათასარაი" მისი ხელფასის გადახდას ვეღარ ახერხებს. კონტრაქტის თანახმად, მას კლუბის დატოვება ტრანსფერის საფასურის გარეშე შეუძლია, რაც ვან გაალისთვის "მწვანე შუქია." თურქულ კლუბს უესლის ვალი უკვე თითქმის 1 მილიონი ფუნტია.
"დიახ, მართალია, რომ "გალათასარაისგან" კუთვნილი ფული არ მიმიღია. ისინი მუშაობენ კლუბში არსებული ფინანსური პრობლემების გადაჭრაზე." - განაცხადა სნეიდერმა De Telegraaf-თან საუბრისას.
თუ პრობლემა უახლოეს მომავალში არ გადაიჭრა, უესლი კლუბს დატოვებს და სასურველ გუნდს შეუერთდება. "იუნაიტედთან" ერთად სნეიდერით მლს-ის გუნდებიც არიან დაინტერესებულები.