თბილისი:
მანჩესტერი:
8-10-2014, 21:17
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2827,
კომენტარები: 11
ფერდინანდი: "ამდენად სულელი არ ვარ"
რიო ფერდინანდი სამომავლო გეგმებზე საუბრობს.
ფერდინანდი:
რიო ფერდინანდი აცხადებს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" გაწვრთნის სურვილი აქვს.

35 წლის ინგლისელი არ მალავს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელის ლიცენზიის მიღების იმედი აქვს, მაგრამ არ მიაჩნია, რომ მაშინვე "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს.

"ასე შორს გახედვა არ მსურს. პირველ რიგში მწვრთნელის ლიცენზიის აღება დამჭირდება მერე სხვა დანარჩენი. ამის შემდეგ კი ვნახოთ, რა შესაძლებლობები მომეცემა."

"იმდენად სულელიც არ ვარ, რომ ვფიქრობდე მწვრთნელის ლიცენზიის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" მაშინვე სამსახურს შემომთავაზებს. თუმცა, მსურს ყველგან საუკეთესო ვიყო, სადაც კი ფეხს დავადგამ, მათ შორის ისეთ დიდ კლუბშიც, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".

"ნებისმიერ ფეხბურთელს ჰკითხეთ და გეტყვით, რომ ტოპ-გუნდში თამაშის სურვილი აქვს, იგივე ეხება მწვრთნელსაც."

"ჯერ-ჯერობით ამაზე არ ვფიქრობ. მე "ქპრ"-სთან ერთად მთელი სეზონი მაქვს წინ. მისი ამოწურვის შემდეგ კი შეგვიძლია ეს თემაც განვიხილოთ."
- განაცხადა რიომ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
10 ოქტომბერი 2014 02:44
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ოდესღაც შეიძლება, მაგრამ ჯერ ძალიან, ძალიან, ძალიან ადრეა მაგაზე ფიქრიც კი!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top