თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2014, 22:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2436,
კომენტარები: 11
დი მარია - თვის საუკეთესო ფეხბურთელი
დი მარიას "მანჩესტერული" კარიერა პრიზით დაიწყო
დი მარია - თვის საუკეთესო ფეხბურთელი
ანხელ დი მარიამ "მანჩესტერული" კარიერა თვის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზით დაიწყო.

"იუნაიტედის" ოფიციალურ საიტზე გამოკითხვის ჩატარების შედეგად დი მარიამ ხმების 68 პროცენტი მიიღო. 23 პროცენტი ერგო კიდევ ერთ ახალწვეულს, ანდერ ერერას. სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელის მესამე ნომინანტს, რაფაელს კი მხოლოდ 9 პროცენტი.

"მოხარული ვარ, რომ ასეთი პრიზი მივიღე, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს გუნდის დამსახურებაა. მიხარია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემი კარიერა კარგად დაიწყო და იმედი მაქვს ჩემი თამაშით ქულებსა და გამარჯვებებს მოვიპოვებთ."

თავისი თამაშის შესახებ დი მარიამ განაცხადა: "ვფიქრობ ყველაზე მეტად სამახსოვრო ჩემი გატანილი ორი გოლია. დიდებული გოლები გამოვიდა და მოხარული ვარ, რომ გავიტანე. ვფიქრობ, სწორედ ასეთი გოლები გეხმარება პრიზის მოპოვებაში. გარდა ამისა, მინდა ვთქვა, რომ ბევრს ვმუშაობდი, რათა გუნდს კარგი შედეგების მიღწევაში დავხმარებოდი - ასეთი მუშაობა მნიშვნელოვანია და სწორედ მისი დახმარებით მივაღწიე ასეთ წარმატებას."

წყარო: manutd.com
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Best 7
3 ოქტომბერი 2014 18:27
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
იმსახურებდა მართლაც !
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top