თბილისი:
მანჩესტერი:
2-10-2014, 08:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2422,
კომენტარები: 14
"ეშმაკებმა" "წმინდანების" ფიზიოთერაპევტი გადაიბირეს
"იუნაიტედი" ტრავმებზე ზრუნვას იწყებს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" "საუთჰემპტონის" წამყვან ფიზიოთერაპევტს, მეტ რედკლიფს შეუთანხმდა.

რედკლიფი "სენტ მერიდან" "ოლდ ტრაფორდზე" ყოფილი ფიზიოთერაპევტის, რობ სვაირის შესაცვლელად გადადის. სვაირმა 23 წლიანი მუშაობის შემდეგ კლუბი ივლისში დატოვა.

რედკლიფს სასპორტო მეცნიერების განათლება "სელფორდის" უნივერსიტეტში აქვს მიღებული, რის შემდეგაც იგი სერტიფიცირებული ფიზიოთერაპევტი გახდა.

მეტს პირველი სამუშაო "პორტ ვეილში" ჰქონდა, საიდანაც 3 წელიწადნახევრის შემდეგ "ქრიუში" გადავიდა. ოთხი წლის მუშაობის შემდეგ რედკლიფი "პრესტონს" შეუერთდა, რასაც "საუთჰემპტონი" მოჰყვა.

მეტი უკანასკნელ შეხვედრას ჩაატარებს "წმინდანებთან" ერთად და "ტოტენჰემთან" მატჩის შემდგომ "იუნაიტედს" ოფიციალურად შეუერთდება.

წყარო: manchestereveningnews
ახალი ამბები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
2 ოქტომბერი 2014 23:17
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ვერ ვერკვევი ფიზიოთერაპევტებში :D :D
0
№12
ავტორი: dachi_mu
3 ოქტომბერი 2014 10:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1474
RojoDiablo,
მეც მაგას არ ვამბობ? მე ვიძახი ჩემი აზრით რა,ჯობდა პერსიკა ნელნელა გაეწია სკამისკენ და ამისთვის მიეცა შანსი.მაგრამ ვერ გარისკა ლუიმ.მაგრამ ეხლა პერსპექტივა სადაა მითხარი თავდასხმის.
0
№13
ავტორი: temo-scholes
3 ოქტომბერი 2014 17:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
dachi_mu,
absoliturad getanxmebi yvelafershi dachi.....
0
№14
ავტორი: eseju
6 აგვისტო 2016 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top