თბილისი:
მანჩესტერი:
29-09-2014, 23:57
ავტორი: Red Hooligan,
ნანახია: 2603,
კომენტარები: 11
ვან გაალი არენდით მყოფ ფეხბურთელებს აკვირდება
ვან გაალის ყურადღებას მხოლოდ "იუნაიტედში" მყოფი ფეხბურთელები არ იპყრობენ
ვან გაალი არენდით მყოფ ფეხბურთელებს აკვირდება
Dailiy Mail–ის თანახმად "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი არენდით მყოფ ფეხბურთელებს ყურადღებით აკვირდება.

ტომ ლოურენსი, ნიკ პაუელი, მაიკლ კინი, ჩიჩარიტო და ნანი – ეს იმ ფეხბურთელთა სიაა, რომლებიც იჯარით სხვადასხვა კლუბებში არიან განათხოვრებულნი. გავლენიანი გამოცემის თანახმად, ლუი ვან გაალი თითოეულს დიდი ყურადღებით აკვირდება.

სეზონის ბოლოს ჰოლანდიელს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება, დააბრუნდებიან თუ არა ეს ფეხბურთელები კლუბში. გამოცემის თანახმად ვან გაალი შეაჯამებს მათ სეზონებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

რაც შეეხებათ თვითონ ფეხბურთელებს, ტომ ლოურენსი, ნიკ პაუელი და მაიკლ კინი ჯერ კიდევ იბრძვიან ძირითადი ადგილისთვის. იგივეს თქმა შეიძლება ჩიჩარიტოზეც, თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ მექსიკელმა უკვე მოახერხა დუბლის შესრულება "რეალის" მაისურით. რაც შეეხება პორტუგალიელ ნანის, მან სეზონი კარგად დაიწყო. აქტივში უკვე 2 გოლი და 3 საგოლე პასი ჩაიწერა.

წყარო: Dailymail
ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
30 სექტემბერი 2014 18:19
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
ნანის ნუღა აკვირდები :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top