თბილისი:
მანჩესტერი:
28-09-2014, 19:54
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2454,
კომენტარები: 15
რუნი: "მე დარჩენა მსურს"
რუნი სამუდამოდ დარჩენას აპირებს.
რუნი:
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისის ნაკრების კაპიტანამა, უეინ რუნიმ განაცხადა, რომ მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი ჯერ კიდევ წინ არის და ამასთან იმედოვნებს, რომ მთელი კარიერის განმალობაში "იუნაიტედში" ითამაშებს.

დღეს რუნი "მანჩესტერ იუნაიტედში" დებიუტის ათწლეულს აღნიშნავს, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში იგი ორჯერ იყო ახლოს "იუნაიტედის" დატოვებასთან - უკანასკნელმა ასეთმა შემთხვევამ სერ ალექსის წასვლის წინ იჩინა თავი.

თუმცა ასეთი ფიქრები რუნის მეტად აღარ აწუხებს.

"მეტად სარწმუნოა, რომ ჩემი კარიერის დარჩენილ ნაწილს აქ გავატარებ."

"დანამვდილებით ვიცი, რისი კეთება მსურს მოედანზე. ჯერ კიდევ მჯერა, რომ შემიძლია უკეთესი ფეხბურთელი გავხდე. მომდევნო 3-5 წლის განმავლობაში დაინახავთ, რომ სხვა ფეხბურთელად ვიქეცი. ვგრძნობ, რომ მომდევნო 2-3 წელიწადი ჩემი კარიერის საუკეთესო ეტაპი იქნება."

"მე ვარ სტადიაში, რომელშიც თამაშის შესახებ ბევრს იგებენ და სწავლობენ - განსაკუთრებით ამ კლუბში ათ წლიანი თამაშის შემდეგ. ახალგაზრდობაში გაცილებით მეტ ენერგიას ვხარჯავდი და მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე ძალა აღარ მრჩებოდა. ვიღლებოდი, ფეხები აღარ იყო დასვენებული და შემეძლო მომენტი გამენიავებინა."

"ახლა უკეთესი ფეხბურთელი გავხდი, ვიდრე მაშინ ვიყავი. როცა ახალგაზრდა ვიყავი, მქონდა მომენტები, როცა გასაოცარ თამაშს ვაჩვენებდი, მაგრამ ახლა გაცილებით უკეთეს თამაშს ვაჩვენებ."


წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
15 კომენტარი
№11
ავტორი: Berba 9
29 სექტემბერი 2014 00:06
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ამ თემაზე ნუ იწყებ ხოლმე ლაპარაკს, თორე მოიესს დავაბრუნებთ ! )))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№12
ავტორი: VaRdo
29 სექტემბერი 2014 00:28
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მომენატრა აგრესიული რუნი. არ მომწონს წყნარი რუნი. იმიტომ მმევასებოდა კინიც. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: RedTeen
29 სექტემბერი 2014 00:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
იმედია მართლა კარიერის ბოლომდე დარჩება.. ^^
0
№14
ავტორი: red devil
29 სექტემბერი 2014 07:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
არადა მე ის გიჟი რუნი უფრო მომწონდა :D
0
№15
ავტორი: Mufc7
29 სექტემბერი 2014 12:01
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
''ვგრძნობ, რომ მომდევნო 2-3 წელიწადი ჩემი კარიერის საუკეთესო ეტაპი იქნება." - ველი მომდევნო 2-3 წელს am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top