თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2014, 17:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2680,
კომენტარები: 12
მაკნეირი შანსს მიიღებს
დაცვის კრიზისს ახალგაზრდა გამოასწორებს?
მაკნეირი შანსს მიიღებს
The Guardian-ი იტყობინება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის ცენტრში არსებული კრიზისი გამო შესაძლოა პირველი გუნდის რიგებში სადებიუტო შეხვედრა ჩაატაროს პედი მაკნეირმა.

პედი "მანჩესტერ იუნაიტედის" სარეზერვო გუნდის ფეხბურთელი გახლავთ. სწორედ მისი დახმარების მოლოდინშია ლუი ვან გაალი, რადგანაც დაცვის ცენტრში "იუნაიტედს" ოთხი ცენტრალური მცველი აკლია.

19 წლის მაკნეირი კლუბს სამი წლის წინ შეუერთდა და კარიერა ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა თანდათან ცენტრალურ მცველად გარდაისახა.

არსებობს იმის ალბათობაც, რომ პირველ გუნდში გამოძახებას დაიმსახურებს სარეზერვო გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელი - ტომ ტორპი. ეს იმ შემთხვევაში, თუ ლუი ვან გაალი დაცვის ცენტრში როხოს ან დეილი ბლინდის დაყენებას არ მოისურვებს.

redevils.ru
ახალი ამბები
12 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
27 სექტემბერი 2014 12:41
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
An es an torfi uewvelad dadgeba...shawc itamashebs albat dghes
0
№12
ავტორი: Macklemore
27 სექტემბერი 2014 13:42
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
საინტერესო იქნება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top