თბილისი:
მანჩესტერი:
26-09-2014, 08:50
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2353,
კომენტარები: 11
ელერდაისი: "იუნაიტედს" მოიესი არ უნდა გაეშვა"
"ვესთ ჰემის" მწვრთნელი მოიესის გაგდებას შეცდომად მიიჩნევს.
ელერდაისი:
"ვესტ ჰემის" მთავარი მწვრთნელი, სემ ელერდაისი დარწმუნებულია, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" გასული სეზონის ბოლოს დევიდ მოიესის გუნდიდან გაშვებით შეცდომა დაუშვა.

ელერდაისს მიაჩნია, რომ მოიესი განწირული იყო წარუმატებლობისთვის, რადგან მას ფულადი დახმარება არ გაუწიეს. "ჩაქუჩების" თავკაცი თვლის, რომ ფინანსური მხარდაჭერის შემთხვევაში დევიდ მოიესი წარმატებას აუცილებლად მიაღწევდა.

"იუნაიტედი" ძუნწივით მოიქცა, რადგან მოიესს უარი განუცხადა იმ შენაძენებზე, რომელსაც შოტლანდიელი ითხოვდა. მას ის ფეხბურთელები უნდა მიეღო, რომელიც სურდა."

"სერ ალექსისგან სამუშაოს ჩაბარება რა თქმა უნდა ძალიან რთულია, მაგრამ როცა შენაძენების განხორციელებაზე უარს გეუბნებიან, ყველაფერი უფრო მეტად რთულდება. ვფიქრობ, პოსტიდან მოიესის მოხსნა შეცდომა იყო, რადგან მან არაჩვეულებრივი სამუშაო ჩაატარა "ევერტონში", სერ ალექსი კი მასში იმას ხედავდა, ვინც მის სამსახურს გააგრძელებდა."

"სიმართლე გითხრათ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ქვეყნად არსებობს ადამიანი, რომელიც "მანჩესტერ იუნაიტედს" გასულ სეზონში წარმატებას მოუტანდა."


შეგახსენებთ, რომ პრემიერ-ლიგის მე-6 ტურში "მანჩესტერ იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" სწორედ "ვესტ ჰემს" დაუპირისპირდება.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
27 სექტემბერი 2014 13:50
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რატო ქულები რო დაგეგროვებინათ? :D : D
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top