როგორც გაირკვა ოლივეირა ანდერსონს 1 თვის გამოტოვება მოუწევს ტრამვის გამო. შეგახსენებთ, რომ მან დაზიანება გუშინდელ მატჩში, "რედინგთან" მიიღო. აღსანიშნავია ისიც, რომ 1 გოლის გატანა მაინც მოასწრო, რადგან პირველივე ტაიმში გახდა შესაცვლელი.
უკვე მერამდენედ მეორდება ისტორია ნახევარმცველზე არავინ იცის. ბრაზილიელი შედის ფორმაში, იწყებს მატჩებს ძირითადში და ტრამვას იღებს. ამის მერე კი ყველაფერი თავიდან იწყება.
"სამწუხაროა, რომ დაზიანება მიიღო. მან რამოდენიმე კვირა გამოტოვა და ამის შემდეგ კვლავ დაბრუნდა ლამაზი გოლით. მე ძალიან იმედგაცრუებული ვარ"._განაცხადა სერ ალექსმა.