რუნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს. მან პირველი ტაიმი კალათბურთს შეადარა და განაცხადა, რომ ეს გიჟური მატჩი იყო. "გულახდილათ გეტყვით, რომ ეს გიჟური მატჩი იყო. ეს ყველაფერი კი ჩვენი ბრალი იყო. პირველ ტაიმში მრავალი შეცდომა დავუშვით დაცვაში, ამის გამო შესაძლო იყო 3 ქულა დაგვეკარგა. მეორე ტაიმი უფრო დაბალანსებულად და მშვიდად დავიწყეთ. ვცდილობდით ბურთი დიდხანს დაგვეჭირა, მეტოქის პროვოკაციას არ ავყოლოდით და თამაში არ გაგვეხსნა. ამიტომაც უკეთესი შანსი გაგვიჩნდა გამარჯვების. როდესაც საბოლოოდ გაისმა სასტვენი და გამარჯვება გვაუწყა, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ძალიან სახალისო მატჩი. მაგრამ მოედანზე აუცილებელი იყო კონცენტრაციის შენარჩუნება, რადგან მატჩის პროგნოზირება ძალიან რთულია. პირველი ტაიმი ნამდვილად კალათბურთს ჰგავდა".
პრემიერ ლიგის 15_დან 10 შეხვედრაში პირველ ბურთს "იუნაიტედს" უტანდნენ, რაც ნამდვილად არ არის კარგი შედეგი. ამის შესახებაც გააკეთა მცირე კომენტარი უეინ რუნიმ.- "სამწვრთვნელო შტაბი და გულშემატკივრები ასეთი მატჩების ყურებისას ნამდვილად ღელავენ და ნერვიულობენ. ჩვენ ყოველთვის ვიცით, რომ თამაშის მოგება შეგვიძლია. სწორედ ასეთ შეხვედრებში ჩანს ჩვენი ხასიათი".