ნანის და ანტონიო ვალენსიას ტრავმის გამო, "იუნაიტედის" მწვრთნელმა, "რედინგთან" მატჩში აირჩია სქემა, სამი ცენტრალური ნახევარმცველით და მკვეთრად გამოკვეთილი ვინგერებით. ეშლი იანგი ამბობს, რომ მას შეუძლია ადაპტირება და ნებისმიერ ტაქტიკაზე მორგება:"როდესაც სერ ალექსმა გადაწყვიტა გამოეყენებინა "ბრილიანტი" მე ამან არ შემაშინა. ეს კარგია, რადგან მე ვარ უნივერსალური ფეხბურთელი და შემიძლია ვითმაშო სხადასხვა ტაქტიკით, რომლებსაც ბოსი ირჩევს"–განაცხადა გარემარბმა goal.com–თან. იანგი იძულებული იყო ამ სეზონში ექვსი მატჩი გამოეტოვებინა მუხლის ტრავმის გამო, თუმცა ის უკვე შეეჩვია გუნდს და იმედია კარგ ფორმაში შეხვდება დაძაბულ მატჩს "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ:"როგორც ფეხბურთელს, შენ გსურს გაატარო მინდორზე დროის მაქსიმალური რაოდენობა. როდესაც თქვენ რჩებით თამაშს გარეთ, მერწმუნეთ ეს არ იწვევს არაფერს დადებითს.მე არც კი წარმომედგინა, თუ რამდენად მძიმე დარჩე თამაშს გარეთ, მოტივირდე და დაელოდო შანს ისევ როდის გახვალ მინდორზე"