თბილისი:
მანჩესტერი:
20-09-2014, 14:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2335,
კომენტარები: 11
ინტერვიუ რაფაელ და სილვასთან
რაფაელს სამუდამოდ დარჩენა სურს.
ინტერვიუ რაფაელ და სილვასთან
"მანჩესტერ იუნაიტედში" უკვე 6 წლის განმავლობაში იმყოფებით. თითქოს აქ გაზრდილი ხართ - ასე ფიქრობთ?

სიმართლე გითხრათ, მართლაც ასეა. აქ 15 წლის ასაკში მოვედი, ასე რომ, მგონია სახლში ვარ. თავს სახლში ვგრძნობ და უნდა გიპასუხოთ: "დიახ".

ისე თამაშობთ, რომ თქვენ ეს კლუბი გიყვართ. რატომ არის ეს კლუბი განსაკუთრებული თქვენთვის?

ყველაფრის გამო. კლუბმა აღმზარდა და ყველაფერში მეხმარებოდა - ყველანი და უნდა ვთქვა, თითოეული ადამიანი. საკმარისად ვერასდროს ვისაუბრებ ამ კლუბის შესახებ. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, თუ საუკეთესო არა.

მანჩესტერიდან ნამდვილად არ ხართ, მაგრამ "მანკუნიანელად" მიგაჩნიათ თავი?

აქ ვცხოვრობ, ასე რომ, ცოტათი მიმაჩნია. აქ ყველა ადგილს ვიცნობ და ბევრი ნაცნობიც მყავს.

აქ გატარებული ექვსი წლის, რიო ფერდინანდის, ნემანია ვიდიჩისა და პატრის ევრას წასვლის შემდეგ თქვენ ამ კლუბის ერთ-ერთი შემორჩენილი ფეხბურთელი ხართ.

ჯონიც არ გამოგრჩეთ. მოხარული, მაგრამ მოწყენილი ვარ, რადგან ბევრი ჩემი მეგობარი წავიდა. მოხარული ვარ იმით, რომ ჯერ კიდევ აქ ვარ. მინდა ასე გავაგრძელო და თუ შესაძლებელი იქნება სამუდამოდ აქ დავრჩე. ეს ჩემზეა და კარგ თამაშზეა დამოკიდებული, კარგად უნდა ვითამაშო. მე უბრალოდ დარჩენა მსურს.

ახალ ფეხბურთელებს თავის დამკვიდრებაში ეხმარებით?

რა თქმა უნდა. როცა აქ პირველად მოვედი მახსოვს რამდენი ფეხბურთელი მეხარებოდა - გიგზი, სქოულზი და გარი ნევილი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემ პოზიციაზე თამაშობდა. ის ძალიან დამეხმარა, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველი იყო. მინდა იგივე გავაკეთო, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელები მოვლენ. ხანდახან ძალიან რთულია, ამიტომაც ჩემი საქმე მათი დახმარებაა.

ინგლისურში გივარჯიშიათ - შესანიშნავად ლაპარაკობთ...


შესანიშნავად არ ვლაპარაკობ. საშუალოდ. მე შემიძლია ვისაუბრო და თქვენ გაიგებთ რასაც ვამბობ. როცა აქ ჩამოედი ინგლისური საერთოდ არ ვიცოდი. საერთოდ არაფერი. იქნებ მხოლოდ "გამარჯობა" (ხელს აქნევს), და მხოლოდ ეს. ახლა კი ვლაპარაკობ, შესაძლოა ძალიან კარგად არა, მაგრამ ისე, როგორც მინდა. მანამდე რამდენიმე უცხოელი ფეხბურთელი მინახავს და მათ უბრალოდ არ შეეძლოთ იმის გაგება, თუ რას ეუბნებოდნენ, მე ასე ვიყავი. ხანდახან ჯერ კიდევ მიჩნდება სურვილი ვთქვა: "რას ამბობენ?" ეს ძალიან რთულია და ვცდილობ დავეხმარო, რადგან მესმის რამდენად ძნელია.

რას გვეტყვით გულშემატკივართან თქვენი ურთიერთობის შესახებ?

გულშემატკივართან შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს, რადგან ისინი ძალიან მგრძნობიარენი არიან. "მანჩესტერ იუნაიტედის" ქომაგები უბრალოდ საოცარნი არიან, მაშინაც კი, როცა ვმარცხებით ისინი მღერიან და სიმღერასა და ხმაურს არ წყვეტენ. იცით, ეს ემოციურს გხდის. მიყვარს ეს გულშემატკივარი.

თქვენი ენთუზიაზმი და ენერგია სწორედ ის არის, რასაც ქომაგი ელოდება "იუნაიტედის" მოთამაშისგან - თამაშის ასეთი სტილი თქვენი ხასიათის ნაწილია?

ეს მე ვარ. მე უბრალოდ ძალიან მიყვარს თამაში და ძალიან მიყვარს მოგება.

ასეთი ფეხბურთელი "ოლდ ტრაფორდზე" მოსვლამდეც იყავით?

მახსოვს, ქუჩაში ჩემ ძმასთან, ფაბიოსთან ერთად ვთამაშობდი ფეხბურთს და ჩვენ ერთმანეთს გამარჯვებულის გამოსავლენად წავეკიდეთ. მხოლოდ მე და ის ვიყავით ერთმანეთის წინააღმდეგ და მუდამ ასე ხდებოდა.

ახალი მწვრთნელთან და ახალი ეპოქის გასაწყისში თქვენ თავს გუნდის ნაწილად ხედავთ?

ნამდვილად, მინდა ლიგა კიდევ ერთხელ მოვიგო და მინდა ჩვენ გამარჯვებებს დავუბრუნდეთ. შემდეგ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მუდამ იყო ამ კლუბში.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: chudikone
20 სექტემბერი 2014 19:46
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ქპრსთან ძაან კარგად ითამაშა და ასე თუ განაგრძო ვალენსიასაც აღარ დააყენებენ ფლანგზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top