თბილისი:
მანჩესტერი:
2-12-2012, 18:41
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2101,
კომენტარები: 12
ბექჰემი:"იუნაიტედი ვერავინ ჩამოაგდო დიდების პედესტალიდან"
ბექჰემი თავისი კარიერისა და იუნაიტედის შესახებ.
ბექჰემი:
დევიდ ბექჰემმა, რომელმაც უკანასკნელი მატჩი ჩაატარა ლოს ანჟელეს გალაქსის სემადგენლობაში, გადაწყვიტა, რომ მიებაძა თავისი მეგობრისთვის, პოლ სქოულზისთვის და არ დაემთავრებინა კარიერა. მიუხედავად იმისა, რომ ბექჰემი ფეხბურთისთვის უკვე წლოვანია, პენსიაზე გასვლას ერთადერთ ვარიანტად ვერ ხედავს:" ვითამაშებ მანამ სანამ შემეძლება და ჯანმრთელობა მომცემს ამის საშუალებას. ვნახე თუ როგორ წუხდა პოლ სქოულზი კარიერის ნაადრევად დასრულებაზე და კვლავ დაუბრუნდა ფეხბურთს. ერთხელ უბრალოდ მიხვდებით, რომ დრო უკვე მოვიდა. პლმა იჩარა კარიერის დასრულება. ჩემი დრო ჯერ არ მოსულა. მიხარია, როცა პოლს საქმეში ვხედავ. მას ჰქონდა შესანიშნავი კარიერა და მისი ყოველი მოედანზე გამოსვლით ეს პერიოდი კიდევ უფრო ბრწყონვალე ხდება. ჩვენ ერთად გავიზარდეთ. მინდა ვითამაშო მანამ სანამ ფეხები მომცემენ ამის საშუალებას.

ბექჰემი გამოტყდა, რომ ძალიან უნდა ჩემპიონთა ლიგაზე თამაში:"ყველთვის ვფიქრობ ამ ტურნირზე, რადგან ძალიან მიყვარს. ძალიან მენატრება ის მატჩები. ძალიან მოხარული ვიქნები, თუ ჩემი მომდევნო გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ვითამაშე ბევრ კლუბში, რომლისთვისაც პრიორიტეტი სწორედ ეს ტურნირი იყო. ამიტომაც მაქვს ასეთი თბილი მოგონებები ამ ტურნირთან. ბევრი ფიქრობს, რომ საფებურთო კარიერაში ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ფულია, მაგრამ ეს ასე არ არის. მინდოდა მეთამაშა საუკეთესო გუნდებში ნადვილი პროფესიონალებს გვერდით. ფული ჩემი მოტივაციის საგანი არასდროს არ ყოფილა. დეივიდმა გაიხსენა იუანიტედიც, რომელშიც 10 წელი გაატარა:"მე იქ დარჩენა არ შემეძლო. ასეთი ვარიანტი უბრალოდ არ იყო. მის შემდეგ ძალიან ცოტა რამ შეიცვალა იქ. ეს გუნდი იყო ტურნირის ცხირილის სათავეში როცა წამოვედი. ახლაც ასევეა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ფულს შეუძლია კლუბზე ზეგავლენის მოხდენა, მაგრამ ეს სამუდამო არაა. მათ შეუძლიათ კოლოსალური თანხები გადაუხადონ თავიანთ ფეხურთელებს, მაგრამ იუნაიტედი დიდების პედესტალიდან მაინც ვერ ჩამოაგდეს. გადახედეთ იუნაიტედის ისტორიას და დარწმუნდებით ამაში. რობინ ვან პერსი დიდი ხანი თამაშობდა არსენალში, მაგრამ სერ ალექსის შეთავაზებაზე ვერ თქვა უარი. არ ჰქონდა მნიშვნელობა პარალელურად ვინ რას სთავაზობდა."

დეივიდი გამოტყდა, რომ ერთხელ ჰქონდა საშუალება იუნაიტედის ელცი გამხდარიყო:"იმედი მაქვს, ეს ოდესმე მოხდება." მან თქვა, რომ მომდევნო ნაბიჯზე თავის კარიერაში დიდხანს არ იფიქრებს. ერთ-ერთი ვარიანტი არის სპორტული ტელეწამყვანის, რომელიც მისმა მეგობარმა გარი ნევილმა აირჩია:"გარის ყვოელთვის უყვარდა ბევრი ლაპარაკი. ზოგჯერ ის ძალიან აზრიანად ლაპარაკობს, ზოგჯერ კი საერთოდ არ ღირს მოსმენა."

Redevils.Ru
სიახლეები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Ví Ví
2 დეკემბერი 2012 22:16
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
აბა რა
0
№12
ავტორი: Shako Jones
3 დეკემბერი 2012 00:15
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
ფავორიტებში <3 ბექსს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top