გუშინ გაიმართა მატჩი "რედინგსა" და "იუნაიტედს" შორის, რომელიც 3-4 დამთავრდა მანჩესტერული კლუბის სასარგებლოდ. სერ ალექსმა მატჩის შემდგომ ასეთი რამ განაცხადა: "არ ვიცი რა გავაკეთო, მცველები, რომლებიც ნაკრებებში უმაღლეს დონეს აჩვენებენ "იუნაიტედის" რიგებში თითქმის ყველა თამაშს აგდებენ. ეს ასე ვერ გაგრძელდება, აშკარაა, რომ შესაცვლელია ბევრი რამ. თავდასხმის იმედზე სეზონის ბოლმდე ვერ იქნები. არის თამაშები რომელსაც დაცვა იგებს და ასეთი თამაშები ძალიან ბევრია. თქვენ ნახეთ, რომ მე ყველა თამაშში ვცვლი დაცვის ხაზს, თუმცა უშედეგოდ. რიო დაცვის ბურჯია ეს ნათელია, თუმცა ჯონსი, ევანსი თუ სმოლინგი, სამივე ერთ დონეზე არიან. "რედინგმა" თავით გაგვიტანა, სხვა ფეხით გვიტანს. აუცილებელია სასწრაფოდ რაღაცის შეცვლა." - განაცხადა სერ ალექს ფერგიუსონმა, მატჩის შემდგომ.
როგორც ჩანს სერ ალექსი ძალიან გაცხარებულია "იუნაიტედის" დაცვის თამაშით.