"მანჩესტერ იუნაიტედმა" გასვლაზე ჩაატარა მატჩი "რედინგის" წინააღმდეგ და რთული გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 3-4. სერ ალექს ამ მატჩში ნერვიულობა მოუწია. ხოლო რუნიმ ამ მატჩში შემდგომ გააკეთა შემდეგი კომენტარი: "ეს იყო გასაოცარი მატჩი. ჩვენ დაბნეულები ვიყავით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ გამარჯვება. პირველ ტაიმში ჩევნ მეორე სართულზე ცუდად ვთამაშობდი რაც რედინგისთვის ხელსაყრელი გამოდგა, მაგრამ საბოლოდ ჩვენ მათზე მეტი გოლის გატანა მოვახერხეთ. მეორე ტაიმში ჩვენ გვინდოდა, რომ თამაში დაცვაში მოგვეწესრიგებინა. ეს ჩვენ ხელს გვაძლევდა, რომ ბურთს დავუფლებოდით და სიტუაცია დაგვეწყნარებინა. ეს ყველაფერი დაგვეხმარა, რომ რედინგიდან წამოგვეღო სამი ქულა."-განაცხადა რუნიმ MANUTD.COM თან ინტერვიუში. "როცა ვიხსენებ ამ მატჩს უფრო მეტად მინდა, რომ ბევრი მატჩი მოვიგოთ, მაგრამ ამ მატჩში ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ ყველაფერი ასე გადაწყდებოდა. ყველაფერი გავდა კალათბურთის თამაშს და იყვნენ გულშემატკივრები, რომელიც არც ერთ გუნდს ვერ ამხნევებდნენ დაბნეულობის გამო, მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვჯერა ჩვენი თავის იმის მუუხედავად, რომ რედინგთან გავუშვით სამი ბურთი და ამის მიუხედავად მაინც მოვიპოვეთ გამარჯვება. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ჩვენი კლუბის ხასითი ვფიქრობ, რომ არ ღირს ჩვენს წინააღმდეგ პირველი გოლის გატანა"-დაასრულა რუნიმ. წყარო:redevils.ru