თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2014, 21:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2610,
კომენტარები: 12
ვან გაალი: "დღეს ცოლს გამარჯვება ვაჩუქე"
ვან გაალი მატჩის შემდგომ.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ "ქპრ" განადგურება (4:0) მისი გუნდის შესაძლებლობების მაქსიმუმი არ არის.

ჰოლანდიელის სიტყვების თანახმად, 3-5-2 ტაქტიკაზე უარის თქმა არ ნიშნავს ფილოსოფიაზე უარის თქმას. ვან გაალი ახალწვეულების თამაშით კმაყოფილია, მაგრამ უფრო მეტის იმედი აქვს.

"ეს განსაკუთრებული დღეა ჩემთვის, რადგან დღეს ჩემი ცოლის დაბადების დღეა. მას უკვე ვაჩუქე საჩუქრები, მაგრამ მითხრა, რომ საჩუქრად გამარჯვება სურდა. მან ის მიიღო."

"ვფიქრობ, უკეთ თამაშიც შეგვიძლია. ბიჭებს ვუთხარი, რომ ყველაფერი თავიდან დაეწყოთ. ახალი მოთამაშეებიც ხომ თამაშობდნენ."

"ჩვენ ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელები გვყავს. ყველაზე მნიშვნელოვანი რამ - ეს არა სქემა, არამედ ფილოსოფიაა. ტაილერ ბლეკეტს რბილად რომ ვთქვათ უმართლებს, რადგან ცენტრალურ მცველთა უმრავლესობა ტრავმირებულია. ის ძალიან კარგი იყო, მაგრამ სხვებიც დაბრუნდებიან."
- განაცხადა ვან გაალმა "ქპრ"-სთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
12 კომენტარი
№11
ავტორი: RedTeen
15 სექტემბერი 2014 01:00
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
ცოლმე სულ მასე რომ გითხრას მოგება მაჩუქეო არა??
0
№12
ავტორი: Moxito 7
15 სექტემბერი 2014 01:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 48
ბრწყინვალე დღე იყო...ჰერერა ძან ძან მაგარიაა..დიმაზე ხომ არ ვლაპარაკობ,რა პასებს ჩითავდა რა,ბრავო...დათომ გამაბრაზა ცოტა მარა შემდეგში გამოასწორა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top