თბილისი:
მანჩესტერი:
14-09-2014, 12:26
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2971,
კომენტარები: 13
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
ვან გაალი მატჩის წინ.
წინასამატჩო პრეს-კონფერენცია
წინასამატჩო პრეს-კონფერენციაზე ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ლუკ შოუ მზადაა სათამაშოდ, თუმცა 90 წუთს სრულად ვერ ითამაშებს. ანდერ ერერა და რაფაელიც მზად არიან, მაგრამ ტრავმირებულთა რაოდენობა არ შემცირებულა, რადგან დაზიანება იანგმა და ჯონსმაც მიიღეს.

"როცა შესვენებაზე გავედით 10 ტრავმირებული გვყავდა, ახლა მხოლოდ ერთით ნაკლები გვყავს. ლუკ შოუ გუნდს დაუბრუნდა და სათამაშოდ მზადაა, თუმცა არა მთელი მატჩის. მარუან ფელაინის ერთ თვეზე მეტი დასჭირდება გამოსაჯანმრთელებლად და ფილ ჯონსიც სამიდან ოთხ კვირამდე გამოტოვებს.

"მაიკლ კერიკი ჯერ კიდევ არ არის მზად, მაგრამ გარბენებს უკვე აკეთებს, რაც დაუჯერებელია იმის ფონზე, რომ მხოლოდ 8 კვირა გავიდა. სემ ჯონსტონს კოჭის პრობლემა აქვს, ვერც კრის სმოლინგი დაგვეხმარება, მაგრამ ხვალიდანვე ივარჯიშებს რეზერვებში. ვერ ითამაშებენ ასევე ჯეიმს უილსონი, რის ჯეიმსი, ჯესი ლინგარდი და ეშლი იანგი."


ვან გაალმა ასევე განაცხადა, რომ ის მაღალ მიზნებს ისახავს.

"კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას სეზონის მიზნები განვიხილეთ. ვფიქრობ, ისეთი კლუბი, როგორიც "იუნატედია" გარკვეული მიზნისკენ უნდა ისწრაფვოდეს. მეც მაქვს მიზანი და არ ვფიქრობ, რომ საუკეთესო სამეულში მოხვედრა გაუმართლებელი მოლოდინია. უნდა გვესმოდეს რისკენ ვისწრაფვით და ლოგიკურად მიმაჩნია პირველი სამეულის შესახებ ფიქრი, რადგან "იუნაიტედს" ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრა სურს."

ბოსმა დაწვრილებითი პასუხი გასცა დეილი ბლინდის შესახებ დასმულ კითხვას და ხაზი გაუსვმა იმას, რომ დეილი ძვირფასი შენაძენია.

"დეილი - არის მოთამაშე, რომელსაც სიტუაციის წარმართვა შეუძლია. იგი მუდამ მზადაა თავისუფალ პარტნიორს პასი გადააწოდოს, ხოლო როცა ბურთს ვერ ფლობს ყოველთვის ხედავს სად უკეთესია მოწინააღმდეგის პრესინგი. ეს უნიკალური უნარია."

"მომწონს როგორც მოქმედებს ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე, მაგრამ მას ასევე ცენტრალურ ან ფლანგის მცველად შეუძლია თამაში. მას შეუძლია მთელი 90 წუთის განმავლობაში ირბინოს და მაინც მწყობრში იყოს. ეს მისი კიდევ ერთი უპირატესობაა."


ტკბილი სიტყვების გარეშე არ დარჩენილა რადამელ ფალკაოც: "ეს არის მოთამაშე, რომლითაც მუდმივად ვოცდებოდი. ის ჯერ კიდევ მაშინ მომეწონა, როცა "ატლეტიკოში" თამაშობდა, მაშინ ვნახე როგორ გაიტანა ფინალში. ამის შემდეგ იგი ჰოლანდიისა და კოლუმბიის ნაკრებების დაპირისპირებაში ვნახე და მაშინაც მომხიბლა. მე ვიცნობ მას და მის სტატისტიკას, რომელიც უბრალოდ გასაოცარია. ბედნიერი ვარ, რომ სატრანსფერო ბაზარზე ასეთი მოთამაშე გადმოვიბირეთ."

წყარო: manutd.ru
პრესკონფერენცია
13 კომენტარი
№11
ავტორი: Moxito 7
14 სექტემბერი 2014 02:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 48
ერერა არ იქნება,ამ ბიჭს უნდა მივანდოთ ცენტრი თორე ფლეთჩერის იმედზე დაიქცევა ქვეყანა..მერე ანდერს კერიკიც დაეხმარება და ჩადგება ყველაფერი კალაპოტში..დაცვა 4 მცველით ვითამაშოთ ჯობია ,რაფა,ევანსი,როხო.შოუ..
ჩამშლელად ჰერერა ბლინდი,მარჯვნივ დი მარია ცენტრში მატა,მარცხნივ რუნი,ფალკაო წინ..მგონი პერსის ან პირიქით ფალკაოს მოუწევს შეცვლებზე შემოსვლა
0
№12
ავტორი: Macklemore
14 სექტემბერი 2014 02:57
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ხვალ მხოლოდ გამარჯვება გვაწყობს! აბა შენიცი ლუი!
0
№13
ავტორი: VaRdo
14 სექტემბერი 2014 14:01
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
იანგი გინდ ყოფილა გინდ არა. იანუზაი აქეთ დიმარია იქით. რუნი უკან დახეული წინ პერსი ფალკაო. მატა მეორე ტაიმში.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top